ცნობილი დიქტორი დავით სოკოლოვი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, ინფარქტის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა, კლინიკიდან უკვე გაწერეს.
“პრაიმამბები” დაინტერესდა როგორ გრძნობს თავს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სოკოლოვი და ბატონ დავითს ესაუბრა.
– როგორ ხართ ბატონო დავით?
– ვერ ვარ კარგად, მაგრამ იქ ყოფნასაც აღარ ჰქონდა უკვე აზრი. ყველაფერი გააკეთეს, რაც ექიმებს ევალებოდათ და გუშინ სახლში გამომიშვეს.
თურმე ინფარქტი მივიღე და არ ვიცოდი. მარტო ამაში არ იყო საქმე, ოცი დღის წინ, ფილტვიდან 2 ლიტრი წყალი ამომიღეს. შემდეგ ისევ ჩამიდგა წყალი და როცა გამსინჯეს, ისევ სავსე იყო მარცხენა ფილტვი. დამაიმედეს, დრო და დრო უფრო ცოტა წყალი ჩადგებაო.
– მარტო იყავით სახლში, როცა ინფარქტი მიიღეთ?
– მე მარტო არავინ მტოვებს. პირველად ერთი თვის წინ მივიღე ინფარქტი, ცუდად ვიყავი და წამიყვანეს კლინიკაში.
არ ვიცოდი ინფარქტი რომ მქონდა, კლინიკაში მითხრეს, რომ ორი სტენტი მქონდა ჩასადგმელი. შევიწროვებული იყო, ჰაერს და სისხლს აღარ ატარებდა ის ადგილი.
მთავარი ის არის ვერ ვსუნთქავ, როცა ვწევარ უფრო თავისუფლად ვსუნთქავ. როგორც კი წამოვდგები, ან წამოვჯდები იქ მთავრდება ყველაფერი.






