ქვეყანაში 17 კლასტერიაო, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. ერთ-ერთ კლასტერად, ე.წ. “შოუბიზნესის კლასტერი” მოიაზრება.
კომპოზიტორ ცირა ბზიშვილის დაბადების დღის შემდეგ (30 მარტს აღნიშნა), როგორც ცნობილი გახდა, შოუბიზნესის წარმომადგენლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ცნობილია, თავად ამ დღის იუბილარი გახლავთ.
ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, მაშინ, როდესაც “ჩვეულებრივი მოკვდავნი” სახლებში ვართ გამოკეტილი, მომღერლები, ცირას დაბადების დღეზე რეგულაციების დარღვევით შეიკრიბნენ და ვირუსის გავრცელებასაც “შეუწყეს ხელი”.
სიუჟეტს თავად ცირა ბზიშვილი გამოეხმაურა. აი, რას წერს კომპოზიტორი “ფეისბუქზე”.
ცირა ბზიშვილი: – ჩემი 10 კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება ძალიან დიდი სირცხვილია. რომელი რეგულაცია დავარღვიე, ვეკითხები კომპეტენტურ ჟურნალისტებს. ის – ერთი სამეგობროდან 3 ადამიანი რომ ვიჯექით მაგიდასთან, თუ ის საღამოს 9 საათზე ყველა სახლში რომ დაბრუნდა?
თქვე არასწორებო და არაკომპეტენტურებო, ვისაც მაგ დღეს შემთხვევით ვირუსი შეგვხვდა, ისედაც გადაგვედებოდა იმიტომ, რომ სულ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი. ვისაც აჩვენებთ საზოგადოებას, არავინ არაა დაინფიცირებული. გასულია იმდენი დრო, რომ ყველას დაავიწყდა, რომ დაბადების დღე მქონდა.
სოფო ბედია: – 30 მარტს ჩემი მეგობრის, ცირა ბზიშვილის დაბადების დღე აღვნიშნეთ ვიწრო წრეში! შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით, 5 კაცი ვისხედით თითო მაგიდასთან! 7:50 წუთზე დავიშალეთ! ბოდიში ახლა თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ! ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო, ისედაც ცხოვრება მოგვბეზრდა ისეთ რეალობაში ვართ! შეიხედეთ სხვა რესტორნებში რა ხდება და არავისგან გამორჩეულად არ აღგვინიშნია! ძალიან ცუდია გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასეთი ცუდი სახით რომ აშუქებენ!!! და სადღაც კლუბში აზელილ სიტუაციას რომ ამონტაჟებენ ჩვენთან ერთად!!!”






