მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მსოფლიოს ყურადღება არ ცხრება. ITV-ზე გადაცემა “დილა მშვიდობისას” წამყვანმა პირს მორგანმა, სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მას მეგან მარკლის არცერთი სიტყვის არ სჯერა.
“სად დადიოდა? რომელ ფსიქოლოგთან? მე მისი არცერთი სიტყვის არ მჯერა. ამინდის პროგნოზიც, რომ წაიკითხოს, მისი სიტყვების დაჯერება შეუძლებელია” – განაცხადა პირს მორგანმა.
ტელეწამყვანის ამ განცხადების შემდეგ, ტელეკომპანიას მეგან მარკლიმ მიმართა. მისი თქმით, ეს განცხადება დისკრიმინაციული იყო, ფსიქიკური ჯანმრთელობის ადამიანებისთვის.
ფაქტი რეაქციის გარეშე არ დატოვა ტელეკომპანიამ და პირს მორგანმა სამსახური დატოვა.






