ცნობილი მოდელის ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე. იგი თავის გამომწერებს საკუთარი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან დეტალებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნანუკა გოგიჩაიშვილი საკუთარ მეუღლესთან და შვილთან ერთად აქვენებს ფოტოს. როგორც ცნობილია, მოდელისა და ბიზნესმენის ნიკოლოზ ნაყოფიას გოგონა გაქრისტიანდა.
ნანუკა წერს, რომ პატარა აივი-ნიკოლი 3 თვის ასაკში მოინათლა.
როგორც ირკვევა, წყვილმა შვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მონათლა.

„ამბობენ როცა სურათში ფერადი წრე ან ლაქა ჩანს ამ დროს შენი ანგელოზია სიახლოვეს და ფოტოზე აისახება. მჯერა რომ ეს სიკეთის, სიმშვიდის, ჯანმრთელობის და სიძლიერის წრეა. გილოცავ დე, დღეს 3 თვის გახდი, 3 თვეა რაც ბუნებრივ კვებაზე ხარ და ყოველი თვის აღნიშვნა კიდევ უფრო მიხარია ამ ერთობის ხაზგასასმელად, ბედნიერი ვარ რომ შემიძლია ჩემი ნაწილი მოგცე, გილოცავ აივი დღეს გავქრისტიანდით“,- წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.








