2020 ურთულესი წელი აღმოჩნდა, რადგან მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, რის გამოც ჩვეული ცხოვრების რიტმიდან მილიონობით ადამიანი ამოვარდა და გეგმები ჩაეშალათ.
წელს დაწესებული შეზღუდვების გამო, არაერთი ქორწილი ჩაიშალა, თუმცა რამდენიმე წყვილმა კარანტინული ქორწილი გადაიხადა.
გთავაზობთ 2020 წლის 5 საუკეთესო კარანტინულ ქორწილს.
ამ წლის გამორჩეული ქორწილების სიის სათავეში ალექსანდრე დეკანოსიძის და ელენე ზაუტაშვილის საქორწინო ცერემონიალი მოხვდა.
სადღესასწაულო სუფრა ქორწილის ორგანიზატორის თაკო დოლაბერიძის გადაწყვეტილებით, ვენახში გაშალეს. წვეულების დიზაინზე ანი პირველმა იმუშავა.
წელს გადაიხადა ქორწილი ცნობილი ქართველი მსახიობის გიორგი გოგიჩაიშვილის და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის უმშვენიერესმა ქალიშვილმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა.
ნანუკას მეუღლე ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფიაა. წყვილი დაქორწინებამდე სამი წელი ხვდებოდა ერთმანეთს. კორონავირუსის პანდემიის გამო, მათ მოკრძალებული საქორწინო ცერემონიალი ჰქონდათ. გოგიაჩაიშვილი-ნაყოფიას წყვილმა ჯვარი გრემში დაიწერა.
დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის ქალიშვილის ქეთის და კონსტანტინე ხიდირბეგიშვილს ქორწილს ხმაური მოჰყვა.
წყვილმა გრანდიოზული ქორწილი წყნეთში საკუთარი სახლის ეზოში გადაიხადა.
წელს დაქორწინდა სულხან მოლაშვილის ვაჟი ბაკო მოლაშვილი და ანი ხუხუნაიშვილი. წყვილმა ხალხმრავალი ქორწილი გადაიხადა, თუმცა კარანტინის წესები ზედმიწევნით ზუსტად იყო დაცული.
საქორწინო ორგანიზატორის ორგანიზატორიც თაკო დოლაბერიძე გახლდათ. პატარძლის და სტუმრების ჩაცმულობაზე, ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა იზრუნა.
უკვე თითქმის ორი წელია საზოგადოების ყურადღება ქეთა თოფურიას და დიპლომატ ლევ დენგოვისკენ არის მიპყრობილი.
რუსული ესტრადის ყველაზე კაშკაშა და ქართველმა ვარსკვლავმა, დიპლომატზე საიდუმლოდ იქორწინა და ქორწილის ფოტოები გიორგობის დღესასწაულზე ინსტაგრამის პირად გვერდზე დადო.
ქეთა თოფურიას ქორწილში თეთრი მოკლე კაბა ეცვა. მან საქორწინო წვეულება ვიწრო წრეში მოაწყო, სადაც იმღერა კიდეც.
2021 წელი ქეთას ცხოვრებაში განსაკუთრებული თარიღი იქნება, რადგან ის მეორე შვილის დედა გახდება.