კვირა, აპრილი 19, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ახლა იმას თუ იტყვიან, ისე შემოაღწია ქვეყანაში, დაბინავდა, არ ვიცოდით ეს ყველაფერიო, მაშინ დავხუროთ ეს ქვეყანა”

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
აპრილი 1, 2021
- კვირის TOP 5, სიახლეები
0
“ახლა იმას თუ იტყვიან, ისე შემოაღწია ქვეყანაში, დაბინავდა, არ ვიცოდით ეს ყველაფერიო, მაშინ დავხუროთ ეს ქვეყანა”
202
გაზიარება
1.1k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი­სა და მისი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბის ვი­ზიტს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვახო სა­ნა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს:

“რუსი სტუ­მა­რი ვის არ ჰყო­ლია ?! ალ­ბათ ყვე­ლას თუ არა, ძა­ლი­ან ბევ­რს მა­ინც. მეც აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ რეს­ტო­რან­ში სუფ­რებ­ზე, სა­დაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მსხდა­რან. არც იმით და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, რა­ტომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, რას და რა­ტომ საქ­მი­ა­ნო­ბენ. რუ­სებ­სა და ქარ­თვე­ლებს გა­უ­მარ­ჯო­სო, ეგეც უთ­ქვამთ და კი­დევ მი­ლი­ო­ნი რამ. ასეთ დროს ხში­რად ცდი­ლო­ბენ ხოლ­მე, პო­ლი­ტი­კას გვერ­დი აუ­ა­რონ.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

რა თქმა უნდა, რუ­სე­თი­დან უნდა ჩა­მო­ვიდ­ნენ სტუმ­რე­ბი ოჯა­ხებ­ში; საქ­მე­ებ­ზეც; სას­ტუმ­რო­ებ­შიც; რეს­ტორ­ნებ­შიც; ჩა­მო­ვიდ­ნენ ტუ­რის­ტე­ბად და იქი­თაც უნდა ია­რონ ქარ­თვე­ლებ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. სტუმ­რად ჩა­მო­სულ ხალ­ხში ვინ არის მარ­თლა ტუ­რის­ტი და ვინ დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი, ეს სა­ხელ­მწი­ფომ უნდა არ­კვი­ოს.

წე­სით, ამის­თვის არ­სე­ბობს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. არც იმის მომ­ხრე ვარ, სა­ზღვარ­ზე ვინ­მეს თა­ვის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე ეკი­თხე­ბოდ­ნენ. სი­გი­ჟე­ში არ უნდა გა­და­ვი­დეთ.რისი თქმა მსურს ამით – მი­უ­ხე­და­ვად 200-წლი­ა­ნი ჩაგ­ვრი­სა, მე არ შემ­ხვედ­რია ქარ­თვე­ლი, რო­მელ­საც გულ­წრფე­ლად ეზი­ზღე­ბო­დეს რუსი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის რუ­სია. თუ რამე არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს რუ­სო­ფო­ბი­აა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, ჩემი აზ­რით, რუ­სე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უბ­რავ­ლე­სო­ბას იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბა აქვს; ზუს­ტად ისე ფიქ­რობს, რო­გორც პუ­ტი­ნი; მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აფხა­ზე­თი­დან ვარ და ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს, რაც და­მარ­თეს ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნას, რუსი არ მე­ზი­ზღე­ბა.

არც კი მჯე­რა, რომ ამის თქმა მი­წევს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი გძულ­დეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნიშ­ნით. ზუს­ტად ვიცი, ყვე­ლა­ნი თუ არა, უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა ასე ვფიქ­რობთ. ეს იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ ვიცი, რო­გორ შე­ეც­დე­ბი­ან ახლა თბი­ლი­ში სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის გამ­რუ­დე­ბუ­ლი გა­გე­ბით, ხოლო მოს­კოვ­ში რუ­სო­ფო­ბი­ით შე­ფუ­თონ წუ­ხან­დე­ლი მოვ­ლე­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა პოზ­ნერ­სა და მის თან­ხმლებ პი­რებს. მოდი კონ­კრე­ტუ­ლად პოზ­ნე­რის მა­გა­ლით­ზე ვთქვათ. ის არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი; ის არ არის რი­გი­თი რუსი ტუ­რის­ტი; ის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შემ­ქმნე­ლი; მას სპე­ცი­ფი­კუ­რი ფუნ­ქცია აქვს – რო­გორც უდა­ვოდ ნი­ჭი­ე­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, ეკ­რა­ნი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­რედ იმ ნა­წილ­ზეა მი­მაგ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ცოტა უფრო მეტი ეს­მის ამ ცხოვ­რე­ბის, ვიდ­რე იმ ხალ­ხს, ვი­საც სა­ლა­ვი­ო­ვის ინ­ტე­ლექ­ტი ჰყოფ­ნის; ამ ფუნ­ქცი­ის ნა­წი­ლია ის ნე­ბა­დარ­თუ­ლი და დო­ზი­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა, რისი უფ­ლე­ბაც აქვს პოზ­ნერს, მაგ­რამ არა აქვთ სხვებს; სი­ნამ­დვი­ლე­ში პოზ­ნე­რი პუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში პრო­პა­გან­დის­ტია და ამი­ტო­მაც მუ­შა­ობს იქ, სა­დაც მუ­შა­ობს.

ამი­ტომ – პოზ­ნე­რის სი­ტყვას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს,
ამი­ტომ – ის არის კრემ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.
ამი­ტომ – როცა ამ­ბობს, რომ აფხა­ზე­თი არას­დროს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, ხოლო რუ­სე­თი მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თან, პოზ­ნე­რი არას­დროს იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი.
ამი­ტომ – მისი სტუმ­რო­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია.

და­მა­ტე­ბით გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია და­ბა­დე­ბის დღის პომ­პე­ზუ­რი აღ­ნიშ­ვნა კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დარ­ღვე­ვა. როცა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შინ გა­მო­კე­ტე, პო­ლი­ცია კი წარ­ბშე­უხ­რე­ლად წერს 2000-ლა­რი­ან ჯა­რი­მებს, ამ დროს ქვეყ­ნის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი მაგ­რად ერ­თო­ბი­ან. მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი ბო­ლოს­თვის მო­ვი­ტო­ვე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რად მივ­მარ­თოთ კრი­ტი­კა და ის ჰა­ერ­ში არ გა­ი­ფან­ტოს. ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ? როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცის, რა მოჰ­ყვა გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს, რა­ტომ უშ­ვებ ქვე­ყა­ნა­ში პოზ­ნერს?! მარ­ტი­ვად უა­რით გა­ის­ტუმ­რე. ხომ იცი, რომ ეს ხალ­ხი მოფ­რი­ნავს. სა­ნამ მოს­კო­ვი­დან გა­მო­ემ­გზავ­რე­ბი­ან, აც­ნო­ბე, რომ ვერ მი­ი­ღებ.

სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი პირ­და­პირ კა­ნონ­ში გი­წე­რია. კა­ნო­ნის ენით ლა­პა­რა­კი თუ არ გინ­და, სხვა­ნა­ი­რად უთხა­რი, რომ მისი სტუმ­რო­ბა მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლია. ახლა იმას თუ იტყვი­ან, ჩარ­ტე­რი ისე წა­მო­ვი­და მოს­კო­ვი­დან, მერე ისე დაჯ­და აე­რო­პორ­ტში, მერე პოზ­ნერ­მა ისე შე­მო­აღ­წია ქვე­ყა­ნა­ში, და­ბი­ნავ­და, არ ვი­ცო­დით ეს ყვე­ლა­ფე­რიო, მა­შინ დავ­ხუ­როთ ეს ქვე­ყა­ნა.

იმე­დია, ამას მა­ინც არ იტყვი­ან. ესე იგი, რა ვა­რი­ან­ტი რჩე­ბა – რო­გორც ადრე, ძველ კარგ, საბ­ჭო­თა დროს, უბ­რა­ლოდ იღებ ტე­ლე­ფონს, რე­კავ ვინ­მეს­თან ვ ტბი­ლი­სი და ცე­კას მდივ­ნის დო­ნე­ზე აგ­ვა­რებ სა­კითხს, რომ აი გა­გის­წორ­და და აქ უნდა გა­და­ი­ხა­დო და­ბა­დე­ბის დღე და ხალ­ხიც მოგ­ყავს. მერე ქარ­თვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბიც დატ­რი­ალ­დე­ბი­ან, ყვე­ლა­ფერს მო­აკ­ვა­რა­ხ­ჭი­ნე­ბენ და წა­ვი­და – ვი­ნოო, კა­ჭა­პუ­რი, კინ­კა­ლი.

მოკ­ლედ, ეში­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. არ შეს­წევს უნა­რი, მტერს უარი უთხრას ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა­ზე, თუ სა­ერ­თოდ მტრად აღიქ­ვამს მას” – წერს ვახო სა­ნა­ია.

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved