შაბათი, აპრილი 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“7 წლიდან მე გავზარდე და ჩემს შვილებში ყველაზე მეტად მიყვარს” – ნიკა გვარამიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
დეკემბერი 14, 2020
- Lifestyle, კვირის TOP 5, სიახლეები
0
“7 წლიდან მე გავზარდე და ჩემს შვილებში ყველაზე მეტად მიყვარს” – ნიკა გვარამიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე
3.5k
გაზიარება
19.6k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, გუშინ საკუთარ მონოლოგში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ოჯახზე ისაუბრა.
ნიკა გვარამიამ ტელეთერით განაცხადა, რომ მის შვილებს მასზე ნერვიულობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
“პრაიმამბები” გვარამიას დაუკავშირდა, რომელმაც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალურად საუბრისგან თავი შეიკავა.
– სამარცხვინო განცხადება მოვისმინე დღეს, თურმე ვტიროდი გუშინ. მარტივი არ არის ჩემი ტირილი, მაგრამ გული მიჩუყდება, იმიტომ რომ ჩემი შვილები არ გრძნობენ თავს კარგად.
ჯერ კიდევ ამერიკაში ყოფნის დროს დაეწყოთ ეს პრობლემები და აქ სერიოზულად უმწვავდებათ ყოველ ჯერზე.
იცით, ვიტილიგო ავტოიმუნური დაავადება არის, რომელიც სტრესის ფონზე ვითარდება.
ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა არ იცის გამოხატვა, შიგნით იხშობს ყველაფერს და შესაბამისად ამ ფორმით ხდება გამოვლენა. .


არ უყურებენ ტელევიზორს, უფრო ინტერნეტში არიან, მაგრამ როცა ჩემს მეუღლეს – სოფოს წამოტირებულს ხედავენ, ეგრევე იწყებენ გუგლში ჩემი სახელის და გვარის ძებნას. იმ წამსვე იციან ყველაფერი და იწყება მძიმე პრობლემები. ერთს ენა ებმის და ეს მძიმე საყურებელია.
რაც შეეხება უფროსს შვილს, მასთან ვერ ჩავდივარ ამერიკაში, იმიტომ რომ მე არ მიშვებენ, სოფო და ბავშვები კი, ჩემს გარეშე არ მიდიან.
შარშან მყავდა 20 დღით ჩამოყვანილი, იმიტომ რომ სხვაგან ვერ შევხვდით. ბავშვებსაც უნდათ ერთმანეთის ნახვა. დედა ყოველ მეორე დღეს ტირის, იმიტომ რომ შვილი ენატრება. დიდი ბიჭია, სწავლობს იქ, გადასარევი ბავშვია, მაგრამ…
ჩემი ბიოლოგიური შვილი ის არ არის, მაგრამ მე გავზარდე შვიდი წლიდან და ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს შვილებში.
არანორმალურად მენატრება. ძალიან გულჩვილია, როგორც კი რამეს წაიკითხავს, მირეკავს და მეუბნება, მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებაო.
ეს არის ჩვენი ოჯახისთვის აუტანელი მდგომარეობა. დღეს თეა წულუკიანმა პირდაპირ ჩემი ცოლი მოიხსენია, ხალხო რაღაც საზღვარი ხომ არსებობს? რაღაც წმინდა ხომ არსებობს? ცოლი და შვილებია წმინდა. მოიტყუა წულუკიანმა, არასდროს არავის სახლში არ შევვარდნილვართ და არავის ბავშვისთვის მიკროფონი არ მიგვიშვერია. ამას გარდა, ჟურნალისტის სახლში შეჭრა, ეს არის ჟურნალისტური საქმიანობა, კანონით ნებადართული და ჩემს ცოლ-შვილს არალეგიტიმურად, უმიზეზოდ, რომ უთვალთვალებს და ფარულ მიყურადებას აწარმოებს სუსი, ხოლო მერე მე მიგზავნიან ამას, ეს არის უკანონო და ამ ორ შორის განსხვავება არის.
ეს დანაშაულია და ადამიანების შანტაჟი. ეგღა აკლდა ჩემს ცოლს საკუთარი თავის შესახებ მოესმინა ტელევიზიიდან, დიახ მზეთუნახავია ჩემი ცოლი, თეა წულუკიანთან შედარებით მეც მზეთუნახავი ვარ. წულუკიანი არის, ნაძირალა, დამხვრეტი მამის მკვლელი შვილი, არასდროს მიკადრებია მამის პასუხისმგებლობა შვილზე გადამეტანა, მაგრამ ზუსტად გენეტიკურია მათი რეპრესიულობა და მკვლელობა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა


– როგორ ცდილობთ თქვენი შვილების უსაფრთხოების და პრივატულობის დაცვას?
– ძალიან რთულად. მე მინისტრი ვიყავი და უმძიმესი საქმეები მებარა მთავარი პროკურორობის დროს, მათ შორის სახელმწიფო გადატრიალების საქმეც.
ბევრი შემეშალა, მაგრამ ბევრიც კარგი გავაკეთე. ახლაც მჯერა, რომ სახელმწიფო გადატრიალება ავარიდე ამ ქვეყანას. ბადრი პატარკაციშვილი იყო მეორე მხარეს. მაგრამ მაშინ არ მყოლია დაცვა. მხოლოდ მძღოლი მყავდა, იმიტომ რომ ავტომობილის ტარება არ ვიცოდი მაშინ. ახლა მყავს ექვსი დაცვა, უკან მანქანა დამყვება. ჩემს ცოლ-შვილსაც დაცვა დაყვება, ეს არის კატასტროფა და ტყვეობა საკუთარ ქვეყანაში. ეს სრულ დაცულობას არ უზრუნველყოფს.
პრივატულობა საერთოდ არ გამაჩნია. მხოლოდ სახლი-სამსახური დავდივარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადგილას ხან ვინ მომიგზავნეს, ხან ვინ მომიგზავნეს. მე ჩხუბი ვიცი ძალიან კარგად. ვინმეს თუ ჰგონია მხოლოდ აკადემიურობით გამორჩეული ვარ არა, ქუჩაშიც ვყოფილვარ ბავშვობაში… ჩხუბიც ვიცი, თავის დაცვაც და თავდასხმაც თუ დამჭირდა.
უკნიდან რომ მოგეპარება და ბოთლს ჩაგარტყამს პატარა გრეჩიხა და გვერდიდან გამოვარდება გია ვოლსკის ნაბიჭვარი, ამას რა უნდა ვუყო? შუბლში რომ ტყვია მესროლონ არ გამიკვირდება. ერთადერთი რაც დაცვის ღირსია და მთავარია ჩემთვის, ეს არის ჩემი ოჯახი. მეტი მე არც ქონება გამაჩნია, საკუთარ თავზე გადაწყვეტილება დიდი ხანია მივიღე, როგორც მინდა ისე მოვიქცევი. სიკვდილის შიში 2014 წლიდან დაძლეული მაქვს.


– რა შემთხვევის შემდეგ დაძლიეთ სიკვდილის შიში?
– იყო რაღაცეები, რამაც მიმიყვანა იქამდე რომ ამის არ უნდა მეშინოდეს. თუ მეშინია უნდა წავიდე. გადავწყვიტე რომ არ უნდა მეშინოდეს და არ წავედი. ახლაც არსად წასვლას არ ვაპირებ. ციხეში თუ უნდათ ჩემი გაშვება, მანდ წასვლასაც არ ვაპირებ, მაგრამ თუ საჭირო იქნა წავალ. ძალიან მარტივია – არ მეშინია. თუ აქამდე ვერ მიხვდა ბიძინა ივანიშვილი, კიდევ ერთხელ გავუმეორებ, ჩემზე რაც უფრო მეტია იქნება ზეწოლ., უფრო იზრდება ჩემი უკურეაქცია.
შეხედეთ ჩემს ტელევიზიას. როცა ზეწოლა იზრდება, მისი რეიტინგიც იზრდება და ბევრად უფრო კრიტიკულია. მე ამით ვუგებ ბიძინა ივანიშვილს 8 წელი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ საპრეზიდენტი არჩევნების პირველი ტურიც მოვიგე და საპარლამენტო არჩევნებიც მოვიგე. ოქმები რომ ვერ გამოიტანეს ეს ჩემი პრობლემა არ არის, უკაცრავად საარჩევნო უბნებზე ვერ დავჯდები.

Tags: ნიკა გვარამია
PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved