კვირა, აპრილი 19, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ოჯახიდან კი არ გავქცეულვარ… ეს ნაბიჯი აქამდეც უნდა გადამედგა” – პეტრე კოლხი ახალ ცხოვრებაზე

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
თებერვალი 9, 2021
- სიახლეები
0
“ოჯახიდან კი არ გავქცეულვარ… ეს ნაბიჯი აქამდეც უნდა გადამედგა” – პეტრე კოლხი ახალ ცხოვრებაზე
1.4k
გაზიარება
7.5k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, რომელსაც საზოგადოება კოლხის ფსევდონიმით იცნობს, 27 იანვრიდან ერთაწმინდაშია. დეკანოზმა დედაქალაქისა და ოჯახისგან დროებით ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა. როგორც “პრაიმტაიმისთვის”, თბილისიდან “გაპარვამდე” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, 40 წლისას (27 იანვარს გახდა), ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ბრძოლები დაეწყო. გადაწყვეტილი ჰქონდა ეკლესიიდან წასვლა! არ მინდოდა სასულიერო პირი ვყოფილიყავიო…

და აი, ხმაურსა და ქაოსზე ორკვირიანი განრიდების შემდეგ, სასულიერო პირი ჩვენთან ამბობს, რომ უკვე ისე შეეჩვია ულამაზეს ერთაწმინდას, რომ დედაქალაქში რადიოგადაცემების წასაყვანად ჩამოსვლა ეზარება.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

პეტრე კოლხი: – იმდენად გაუცხოვდა ჩემთვის ხმაური, ტრანსპორტი, რომ ერთი დღით ადრე, მორალურად ვემზადები ამისთვის. ძალიან გადავეჩვიე. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი აქამდეც უნდა გადამედგა.

ამ ნაბიჯით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილება ბევრმა უნდა მიიღოს. იმდენად აჩქარდა მოვლენები და ზოგადად იმდენად შეიცვალა ადამიანების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, უნდა შევეცადოთ ამ სირთულეებს განვერიდოთ. ყოფითი პრობლემებით აუტანელად დამძიმებული ყოფა და ადამაინების შეცვლილი ფსიქოლოგია, მით უფრო თვალში საცემი ხდება, რაც შორდები და მანძილიდან უყურებ ამ ყველაფერს.

ქალაქში მეტია ფარისევლობა, პირფერობა, გაუტანლობა და აგრესია. ამიტომ სოფელში განრიდებით სიმშვიდესაც მოიპოვებთ, შინაგან თავისუფლებასაც, უფრო მეტად ბედნიერები და ლაღები იქნებით, ვიდრე ამ ხმაურიან სიცარიელეში.

–  ფეისბუქისგან შორს ვიქნებიო, თქვით. ჯერ ეს არ გამოგდით, არა? ერთაწმინდიდან სტუმრებთან ერთად ლაივჩართვებს აკეთებთ.

– ეგეც დროებითია. მალე დავემშვიდობები. ახლა რომანის წერას ვიწყებ და ამ სისულელეებისთვის არ მეცლება.

– რა რომანი?

– უფრო ავტობიოგრაფიულს ვფიქრობ. იმდენი ცხოვრებისეული ეტაპი გავიარე, საკუთარი თავი საკმარისია იმისთვის, რომ მხატვრული ნიმუში შევქმნა. ეს რომანი ბევრი ადამიანის ერთგვარი საზრდო იქნება. მათთვის გამოცდილების მიმცემი.

მე გამჭირვალე ურთიერთობები მიყვარს. არ მიყვარს რაიმეს ფსკერზე შენახვა. როცა რაიმეს “ვინახავ”, მერე თვითონ ვარ შფოთსა და ქაოსში საკუთარ თავთან. დასამალიც არაფერი მაქვს. ყველა წიგნს მისი მკითხველი ჰყავს, ყველა ადამიანს – თავისი გულშემატკივარი. ვიღაცისთვის ეს საინტერესო იქნება, ვიღაცისთვის – საქილიკო. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.

გეტყვით ერთ სიახლესაც – რადიო “ჯორჯიან თაიმსმა” სატელევიზიო პლათფორმა დააარსა და მე ჩემ საატორო გადაცემას ერთაწმინდის სახლიდან წავიყვან. “სტუმარს” ვარქმევ და იქნება ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური გადაცემა. ეს იმდენად დიდ პასუხისმგებლობას და მომზადებას ითხოვს, რომ თბილისში, ხმაურში, საცობში და ბევრ სისულელეში დახარჯულ დროს, ანაზღაურება უნდა. ბევრი უნდა ვიკითხო, ვწერო და ვილოცო…

ვისაც ჩემთან შეხვედრა მოუნდება, მე მათთვის პატარა სივრცე მაქვს გამოყოფილი, მოვიდნენ და ვუმასპინძლებ.

– ღვთისმსახურებას სად აგრძელებთ?

– სვეტიცხოველში ვარ.  ერთაწმინდის მოსახლეობამ დიდი სიყვარულით მიმიღო. ეს ადამიანები ერთმანეთისგან თბილ სიტყვას არიან მონატრებულნი. მე სულ იმას ვამბობ, რომ რელიგია ჩვენ ვართ, ადამიანები. როცა მშიერს დააპურებ, იმ ადამიანს აძლევ სტიმულს, რომ რელიგია მხოლოდ ამბიონიდან სიტყვების რახა-რუხი არ არის. ჩემგან იქაურებმა პრაქტიკული ნაბიჯები დაინახეს (სახლშიც ხშირად მსტუმრობენ). მინდა ეს ხალხი ვანუგეშო, ღმერთთან ახლოს მისვლაში დავეხმარო. ბუხართან, ნათქვამი თბილი სიტყვით გული გავუთბო. თუ ადგილობრივი მღვდელმთავრების სურვილი იქნება, მზად ვარ რომელიმე მიყრუებულ ტაძარში წირვა ჩავატრო და მრევლის გადაადგილებაც ვუზრუნველყო.

– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენ “წასვლას”?

– მოდიან, ჩემთან რჩებიან. მიმოსვლა გვაქვს. მე ოჯახიდან კი არ გავქცეულვარ და პასუხისმგებლობას კი არ გავექეცი. ამ ეტაპზე ეს სჭირდება ჩემს სულს და ამ გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყო. ადამიანებს რომ რამე საინტერესო მისცე, თავად ხომ უნდა გაგაჩნდეს? სხვას ვერ დავეხმარები, თუ მე საკუთარ თავში დასახმარებელი აღმოვჩნდები. ამდენად, ახლა საკუთარ თავს უნდა მივხედო, რომ სხვაზე ზრუნვა განვაგრძო.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved