ადელი სატელევიზიო შოუ Saturday Night Live-ში გამოჩნდა, გადაცემაში არა სტუმრის, არამედ, მისი წამყვანის როლი მოირგო. შოუში ადელმა ახალი ალბომის შესახებ ისაუბრა.
„ღმერთო ჩემო, როგორი ბედნიერი ვარ ამ შოუს წაყვანის საშუალება რომ მომეცა. გარდა იმისა, რომ SNL მიყვარს, ამ შოუს დამსახურებით ჩემი სახელი ამერიკაშიც პოპულარული გახდა”. – ამბობს მომღერალი.
მომღერალმა წონაში დაკლებაზეც ისაუბრა და ამ თემაზე იხუმრა კიდეც.
„საკუთარი თავის მხოლოდ ერთი ნახევარი წარმოგიდგინეთ, მეორე ნახევარი კი სახლში დავტოვე”.








