“ზედა აივანი დაგვემხო თავზე” – სოციალურ ქსელში პოსტავს ტელესახე ბახვა ბრეგვაძე. როგორც წერს, შემთხვევას არავინ დაუზიანებია. ბახვა ხუმრობს კიდეც: “ვინც გამიბრდღვიალებს აივანს , თავისი ყველაფრით, იმას მისცემს მამიდაჩემი ხმას! ასე გადავწყვიტეთ.”

ბახვას ამ შემთხვევამდე ასეთი სიზმარი უნახავს.
ბახვა ბრეგვაძე: მესიზმრებოდა, რომ ციხე-სიმაგრეში ვიჯექი და მტრები მბომბავდნენ. მართლა და რომ გავიღვძე და გადავიხედე, პატრული ქვემოდან: ბახვააა, რა დღეში ხართო და რა დღეში ვარ-მეთქი?! გავიხედე და დავინახე გვერდზე ეს ამბავი.









