ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ახალ წელს სადღაც “გავბოდიალდები”. ჩაკეტილი მართლა გააფრენ” – განწყობები 2020 წლის ბოლოს

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
დეკემბერი 23, 2020
- სიახლეები
0
“ახალ წელს სადღაც “გავბოდიალდები”. ჩაკეტილი მართლა გააფრენ” – განწყობები 2020 წლის ბოლოს
159
გაზიარება
883
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ერთი კვირაც და ეს ძალზედ მძიმე წელიც წარსულს ჩაბარდება. იყო უჩვეულო, დამთრგუნველი, პანდემიური… თან გაიყოლა ბევრი ადამიანი თავისი იმედით, გეგმით, სიცოცხლის სურვილით…

მოიტანა გადაფასება, დისტანცირება, ჩვეულებრივი ყოფის დაფასება.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

რა განწყობა აქვთ ცნობილ ქარველებს 2020 წლის მიწურულს, “პრაიმამბებმა” გამოკითხა.

ნატო გელაშვილი: – შემართებით ვაცილებ ძველს და ველოდები ახალს. ვაწყობ ნაძვის ხეს და ვცდილობ, კარგი ჩავიფიქრო. კარგისთვისაც და ცუდისთვისაც მადლობას ვეუბნები უფალს, რომ მზის ამოსვლას და შვილებს ვხედავ.

ვიცი, რომ ბევრი კარგის მომტანი იქნება 2021 წელი. პირველ რიგში თავისუფლების და უკორონობის წელი იქნება. მე ამის მჯერა. ყველაფერი დალაგდება და მსოფლიო ამოძრავდება. ძველ რიტმს დავუბრუნდებით.

2020 წელს უნდა გავატანო ყველა ის ნეგატივი, რაც ახლდა ამ წელს. როგორც 2008 წლის ცუდი ამბები გავატანეთ იმ წელს, ისე გავატანთ ამასაც.

ამ მძიმე პერიოდმა ბევრი დადებითიც მოიტანა. ოჯახები გააერთიანა. ყველაფერში თავისი დადებითი უნდა დავინახოთ. ისე არაფრით არ შეიძლება.

საჭირო იყო ეს შესვენება. ადამიანები რწმენას დავშორდით, მოუცლელობამ ბევრი რამ დაგვაკლო ცხოვრებაში. მე კი “სახლისტი” ვარ, მაგრამ არის ოჯახები, სადაც შვილებს მშობლები ენატრებოდათ სახლში და ახლა, ამ პერიოდში ეს დანაკლისი აინაზღაურეს. აი, ეს ახსნა აქვს ამ განსაცდელს. ტყუილად არაფერი ხდება ცხოვრებაში. ასე რომ არ ვფიქრობდე, სხვანაირად ნამდვილად ვერ დავძლევდი ბევრ განსაცდელს.

ხშირად ვმღეროდით მე და ჩემი შვილები. ლაივ-ჩართვები მქონდა, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ეს მეც მშველოდა. ამაში გადამქონდა ამ წლის სიძნელე. ბევრი მეგობარი მყავს, რომელმაც ეს ძნელი წელიწადი რთულად გადაიტანა და მათ ვეხმარებოდი, ვამხნევებდი.

ინტერნეტმა ბევრი რამ მოსპო. უკვე მივხვდით, რომ ინტერნეტი და ტელეფონი გვეზიზღება. გინდა გახვიდე, ჩაეხუტო და მოიკითხო. ვირტუალური ურთიერთობა აღარ გინდა. მივხვდით, რამდენად მაგარია ნამდვილი და ცოცხალი ურთიერთობა ადამიანებთან.

ასე რომ, ჩემს დეკემბერს ახალი წელი მოჰყვება და ოპტიმიზმი მემატება. პირველი, რასაც ამ ახალ წელს ჩავიფიქრებ, უკორონობაა. ადამიანებს ერთმანეთის ჩახუტება რომ შეგვეძლოს.

იმ დღეს დიდი ხნის უნახავი ადამიანი ვნახე. ისე მომინდა ჩავხუტებოდი და მოვფერებოდი. შორიდან რომ ეფერები, მაგრამ ხელი რომ არ გიშვებს. საშინელი მომენტია.

2021 ჩახუტების წელი ყოფილიყოს. ამ ჩახუტებას ბევრნაირი დატვირთვა აქვს. ჩვენს ბუნებაში შორიდან სალამი არ დევს. მეგობრებთან დისტანციით ჯდომა წარმოუდგენელია.

პანდემიამ ადამიანებს ერთმანეთის მონატრება გაგვიჩინა, გაგვიმძაფრა სიყვარული. მივხვდით, რამდენად ძვირფასია ურთიერთობები. ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ.

დაფიქრების დრო იყო… უკვე ვიცით, რომ ყველაფერი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია.

ვერ გეტყვი, რომ ახალ წელს სახლში დავრჩები, ხსნილია. სადღაც “გავბოდიალდები”, ჩემს კლასტერში. ჩაკეტილი მართლა გააფრენ. ბიჭებს სახლში ვერ დააბამ, ორი აზრი არ არის. არც მე დავრჩები მარტო, ან ჩემთან გამოვა ორი-სამი მეგობარი, ან მე გავალ მათთან. რაც მოსახდელია, მოსახდელია, მაგრამ როცა გულით და რწმენით გინდა, ყველაფერი კარგად იქნება.

 

იუმორისტ მიშა ანრულაძეს ნაყოფიერი წელი ჰქონდა იმ მხრივ, რომ წიგნის დასაწერად მოიცალა.  თუ ჟანრი გაინტერესებთ – სოციალურ-პოლიტიკურ-რელიგიური დრამააო, ამბობს. რომანს ორი წლის მანძილზე წერდა.

მიშა ანდღულაძე: – კოვიდს გადავურჩი. წიგნის წერა დავასრულე, რომლის სამუშაო სახელია “ნაკურთხი ცხოვრება” და გამოსაცემად მზად არის. ახლა ლევან ბერძენიშვილის წინასიტყვაობას ველოდები და უახლოეს მომავალში, ალბათ იანვარში გამოვცემ.

შრომის კუთხით ამ წელმა გაამართლა. ახლა წიგნი როგორ გაამართლებს მკითხველთან, ვნახოთ.

პანდემიურმა წელმა პირადი სამუშაოებისთვის მეტი დრო მომცა. იმედია, კიდევ უკეთესად გადავიტანთ მომდევნო წელს. 2020 კარგი გამოცდაა ჩვენთვის. შემდგომი სიძნელეების დაძლევის მზაობა გვექნება. არც პოზიტიურად ვარ განწყობილი და არც ნეგატიურად. რეალობა არც ისე კარგია, მაგრამ რას იზამ. ეს რეალობა ყველა ჩვენგანის შექმნილია.

 

დოჩი ალიშბაია სერიალიდან “ჩცდ” მიიჩნევს, რომ კორონავირუსისგან თავისი ამაღლებული განწყობა იცავს.

ნანუკა გულუა: – ვცდილობ ჩემი ბედნიერების ჰორმონი არ მოვადუნო, არ ჩავვარდე დეპრესიაში და არ ჩავჯდე სახლში.

ახალ წელს ჩემს ქალაქში ზუგდიდში მივდივარ, ჩემს ოჯახში, მონატრებულ ოჯახის წევრებთან. მიუხედავად ასეთი მძიმე ფონისა, მაინც მეზეიმება. ეს ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული. მე ასეთი ვარ, ყველანაირ რთულ სიტუაციაში ვცდილობ ამაღლებული განწყობით ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მძიმე კორონიანის კონტაქტი ვიყავი, განწყობა რომ მქონდა ამაღლებული და არ მეშინოდა, არც გადავინფიცირებულვარ. ეს ჩემი განწყობის დამსახურებაა. პანიკაში არ ვვარდები, ამას ვიჯერებ და ჯერჯერობით მოქმედებს.

ჩემს მეგობრებს, ვისაც პანიკა ჰქონდათ, მართლა დაიმართეს კოვიდი და თან სახლში ყოფნით. მე ერთი დღე არ ვყოფილვარ სახლში (წესებს ვიცავ), მაგრამ განწყობა მაქვს ასეთი, არ დამემართება, ან ისეთი ფორმით, რომ ვერც ვიგრძნობ-მეთქი. ეს მეხმარება.

აუცილებლად გაივლის როგორი მძიმე პერიოდიც არ უნდა იყოს. დასაწყისს დასასრული მოსდევს. ამ პანდემიას როგორც დროებით მოვლენას ისე უნდა შევხედოთ. ჩვენ კი, ყველაზე ფასეული რაც გვაქვს, ჩვენი განწყობაა. ნერვებს უნდა გავუფრთხილდეთ.

ჩვენს ცხოვრებაში ისეთი წვრილმანი სახალისო რამეები ყოველთვის ხდება, რომ ყურადღება მასზე გადავიტანოთ.

დავაფასე დრო, ჩვეულებრივი დრო, როცა ადამიანებს ჩახუტება და გადაკოცნა შეგვეძლო. გართობის და თეატრში წასვლის დრო გვქონდა. ამ ყველაფერს სხვანაირად შევხედე;

ბევრ რამეს გამოვასწორებ, როდესაც ჩვეულ რეჟიმში დავბრუნდებით. ძველ რეჟიმს კი მალე დავუბრუნდებით.

სად მქონდა დასაკარგი ერთი და ორი წელი მე გასათხოვს-მეთქი, ახლა ასე ვხუმრობ. მორიგ შეკითხვაზე ახლა ასე ვპასუხობ, იმიტომ არ ვთხოვდები, კორონამ შემიშალა ხელი-მეთქი. ძალიან დიდი და გრანდიოზული ქორწილის გარეშე ნამდვილად ვერ გავთხოვდები. ამდენად ეს შეკითხვა ცოტა ხანი დავაპაუზე. ძალიან დამეხმარა კორონა. პანდემია რომ დასრულდება, მერე კიდევ რამეს გამოვიგონებ.

სხვათა შორის, მიხარია, რომ არ ვარ დაქორწინებული. ამ პანდემიამ ბევრი ოჯახი მიიყვანა კრიზისამდე, დანგრევამდე. უბედურებები დაიმართეს. ამდენად ყველაფერს აქვს თავისი პლუსიც და მინუსიც.

 

 

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021
,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

ნოემბერი 5, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved