კვირა, აპრილი 19, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ამას როგორ გაუძელით… თავი ვერაფრით დავიწყნარე” – მაკა შალიკაშვილი მსახიობებს მიმართავს

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
თებერვალი 8, 2021
- სიახლეები
0
“ამას როგორ გაუძელით… თავი ვერაფრით დავიწყნარე” – მაკა შალიკაშვილი მსახიობებს მიმართავს
213
გაზიარება
1.2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

გუშინ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ფილმ “შინდისის” სატელევიზიო პრემიერა შედგა. ფილმი აგვისტოს ომში განვითარებულ მძიმე მოვლენებს ასახავს.

სოფელ შინდისთან, გმირმა ქართველმა მებრძოლებმა, სამაგალითო თავგანწირვა აჩვენა მტერს. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს კი საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ფილმში ამ შეტაკების გარდა, სოფლის მოსახლეობის გმირობაც არის ნაჩვენები.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

როგორც პროექტ “შინდისის” ავტორი და პროდიუსერი, ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, “რუსთავი 2”-მა სატელევიზიო პრემიერისთვის, საკუთარი ინიციატივით, მის შემქმნელებს 5 ათასი ლარი გადაუხადა.

“ეს თანხა სრულად ირიცხება სოფელ შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ფონდში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენ უკვე დავიწყეთ შინდისის ტაძრის მოხატვა, საკურთხეველი უკვე დასრულებულია, ტაძრის ხატწერა გრძელდება და ჩვენ მიერ დადებული პირობის თანახმად, ამ რთულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საქმეს, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ!
შეგახსენებთ, რომ შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ეძღვნება – “ყოველთა ქართველთა და ოსთა ბრძოლოს ველზე მომწყდართა სახელის ხსოვნას”, – 2013-2014 წლებში საკუთარი სახსრებით ააგო კახა კალაძემ!” – წერს მინაშვილი “ფეისბუქზე”.

ფილმის შესახებ თავის ემოციებს, სოციალური ქსელში, მაკა შალიკაშვილი გვიზიარებს.

მაკა შალიკაშვილი: – ზუსტად ვიცოდი, რაც დამემართებოდა “შინდისის” გმირების ყურების დროს და შემდეგ, (ამიტომ ვწელავდი და ვდებდი ყურებას) მაგრამ ჩემი ემოცია და საშინელი გულის ბაგი-ბუგი რა მოსატანია იმასთან, რაც მოხდა და რაც მერე მსახიობებს დაემართათ თამაშის დროს… ამას თამაშსაც ვერ დავარქმევ. როგორ მესმის თითოეული მსახიობის, რომელიც გუშინ ფილმში ვიხილე.

როგორ გაუძელით ამას, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მეგობრებო, კოლეგებო! გადამღები ჯგუფის თითოეული წევრი ჩემთვის გმირია. მთელი ფილმის მანძილზე თავი ვერაფრით დავიწყნარე, ვერ დავიმშვიდე, ვერ ვუთხარი თავს – “კარგი მაკა, დამშვიდდი, ეს ხომ ფილმია, მხოლოდ ფილმი “…. ეს მართლა იყო ჰო… იესო ქრისტეც მართთლა იყო, მართლაა… ეს ჩვენ მართლა დაგვემართა… მ ა რ თ ლ ა…

ჩემო უსაყვარლესო დიტო, აი… როგორ გითხრა სიტყვა “გილოცავ “. ვერ გეტყვი… უბრალოდ, ჯანმრთელობას და გაძლებას გისურვებთ, და გაგიმარჯოთ ყველას, ვინც მე გუშინ ფილმში გილიხეთ, ვისაც ეს აზრად მოგივიდათ , დარწმუნებული ვარ რამდენი სიძნელე შეგხვდებოდათ. და გაგვიმარჯოს!!!!
დიდება გმირებს!..

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved