ორშაბათი, აპრილი 20, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

აფხაზ ალისას ლეიკემიაზე, მოსკოვში, არასწორად მკურნალობდნენ – “ჩვენ განკურნებული გავუშვით”

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
დეკემბერი 9, 2020
- სიახლეები
0
აფხაზ ალისას ლეიკემიაზე, მოსკოვში, არასწორად მკურნალობდნენ – “ჩვენ განკურნებული გავუშვით”
172
გაზიარება
955
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფმა, 15 წლის აფხაზმა ალისამ, ლეიკემია დაამარცხა. ამის შესახებ ბერის დედა და ფონდის დამაარსებელი, დედა თინათინ ჩხვიმიანი სოციალურ ქსელში წერს.

ბოლო პერიოდში ალისა უკვე მეორე აფხაზი ბავშვია, რომელიც განიკურნა და აფხაზეთს  გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

დედა თინათინ ჩხვიმიანი: – ალისა ერთი წლის წინ ჩამოვიდა თბილისში. მანამდე მოსკოვში  არასწორად მკურნალობდნენ, კრასნოდარშიც ჰყავდათ.

ჩამოვიდა და იაშვილის კლინიკაში დაიწყეს სწორი მკურნალობა და მადლობა ღმერთს, ერთი წლის თავზე დაამარცხა ვერაგი სენი. უკვე ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, გავუშვით და კონტროლისთვის კვლევაზე ნახევარ წელიწადში დავიბარეთ. მთელი წლის მედიკამენტები  გავატანეთ.

ამდენი აფხაზი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს ჩვენმა ექიმებმა… ბევრი გამოჯანმრთელებული ბავშვი გავუშვით და ისინი ჩვენი მადლიერები არიან. მგონია, რომ რაც მეტი აფხაზი ოჯახი ჩამოვა, მით მეტად მივუახლოვდებით იმ დროს, როცა ისევ ერთად ვიქნებით. იმედია, ისინიც მიხვდებიან, რომ ჩვენთან ბევრად უფრო ჯობდა.

კიდევ არიან ჩვენთან აფხაზი ბავშვები, რომლებიც ებრძვიან მძიმე სენს და იმედი მაქვს, მათი ბრძოლაც ასევე კარგად დასრულდება.

ალისა ძალიან საყვარელი და თბილი გოგოა. მეუბნებოდა, მე და შენ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს, ხასიათის მსგავსებას ვპოულობო. მიხარია, რომ ასეთი პოზიტივით და სიყვარულით მიდიან ჩვენგან.

– დედა თინათინ, ახლა რაიმეში ხომ არ გჭირდებათ საზოგადოების თანადგომა?

– “ფეისბუქზე” დღეს დავწერე, შეშის ერთი კვირის მარაგი მაქვს დარჩენილი-მეთქი და პოსტის დადებიდან ხუთ წუთში, დამიკავშირდა ერთი სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელი, ზეგ მოგიტანთ შეშასო.

დიდ დიღომში ბევრი მშენებლობაა და გაზი ხშირად ითიშება. პირველ სართულზე ბუხარი გვაქვს, რომელზეც სვანური ღუმელი მივაერთეთ და როცა გაზი და შუქი არ არის, შეშით ვთბებით და თან საჭმელსაც ამ ღუმელზე ვამზადებთ.

აი, ასეა, რაღაც შემეშინდება თუ არა, მაშინვე გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები…

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved