მუსიკოსი, ნიკა ნიკვაშვილი გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ერთ-ერთ ინციდენტს იხსენებს.
ნიკას თქმით, ის ძალიან არაპუნქტუალურია.
„ჩემი არაპუნქტუალურობა მარტო მიდის ფრენებთან და მოგზაურობასთან. ვერ ვსაზღვავ დროს. მეგონა, რომ 23-ში იყო რეისი და მე მეორე დღეს მივედი. აფრენამდე პოლიცია შემოვიდა, ჩემს სახელს აცხადებდნენ სასწრაფოდ გამოდიო“, – ყვება ნიკა.
მისი თქმით, მან მოსკოვში სასამართლოში ამოყო თავი.
„დამავიწყდა, რომ იქ წელიწადში ერთხელ იქაური საბუთი გინდა. არ მახსოვდა და არც მიფიქრია. პირველად ვნახე მაშინ ეს ჩაქუჩი, მოსამართლე და ფულადი ჯარიმა დამაკისრეს.