,,ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ნუთუ, ყველა სიუჟეტი და გადაცემა ტყუილია, სადაც საუბარია იმაზე, ამ ვითარებაში ვინ როგორ გაიმდიდრა თავი?!. ეს ყველაფერი ტყუილი როგორ არის? აბსოლუტურად განსხვავებული აზრი რომ აქვთ, დღევანდელ მთავრობას ემხრობიან და გედავებიან, მიპასუხონ, ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, გაზულუქებული ხალხი, რომლებიც ცალი კალოშით მოვიდნენ და სრულიად სხვაგვარად განაგრძეს ცხოვრება, დავიჯერო, ამ ყველაფერს ოპოზიციური არხები იგონებენ? მაშინ, როდესაც გახვალ და ყოველი მეორე ადამიანი გაჭირვებულია”, აღნიშნავს თამრიკო ჭოხონელიძე ანა ახალაიას გადაცემაში საუბრისას.
ის ასევე ამბობს, რომ ხალხი ვეღარ იხდის დაზღვევის ფულს, ამიტომაც აფთიაქში შესვლისას წამლების საჭირო რაოდენობის ყიდვაც უჭირთ, ისევე, როგორც თავად:
,,პირდაპირ გეტყვით, ბევრია ჩემს მდგომარეობაში და არ ვლაპარაკობ საწუწუნოდ. მაშინ, როცა მე მქონდა დაზღვევა, ისე ასწიეს თანხა, რომ დაზღვევის ყიდვის საშუალება აღარ მაქვს. წამალი საჭიროა, მეც მჭირდება და დედაჩემსაც. იმ დღეს აფთიაქში შევედი და თავი საშინლად დათრგუნულად ვიგრძენი. როცა დამისახელეს თანხა, ათიდან ექვსი აბი მოვაჭრევინე, რადგან ათს ვერ ვიყიდდი და ასე ვიანგარიშე დანარჩენი წამლებიც. ასეა ყველა. მე არ ვწუწუნებ. ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია. დღეს ჩვენ გამოგვეცალა ხელიდან, ყველაზე მთავარი, საყრდენი და იმედი იმისა, რომ ხვალ ვიქნებით კარგად.
გამოსავალი არ ვიცი. მთავარი, რაც დავინახე, ის არის, რომ მოქალაქე არ აინტერესებთ. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ფსიქიკა დაუავადდა და მეტყვიან, იქით მთავრობაში რომ ცუდად იყო საქმე? ეს რას ნიშნავს, ანუ უნდა შევეგუოთ? მთავრობა რომ ხარ, ამაზე არ უნდა იზრუნო? უკეთესობა კი არა, დაიქცა ქვეყანა…”







