წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოცილურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს:
„18 აპრილი, 2021 წელი
არ მინდა არაფრის დანახვა, იმდენად დაძაბულია დედამიწა, მთელი პლანეტა და არა მარტო საქართველო. საქართველო ყველაზე მსუბუქად გამოძვრება ამ ქაოტური პოლიტიკური, არეული და დაქცეული პერიოდიდან.
საქართველოს, როგორც ყოველთვის ვამბობდი, დიდი ძალა იცავს და დაიცავს ბოლომდე. ყველაფერი გადალაგდება ისე, როგორც მე, ქართველმა წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ ვიწინასწარმეტყველე. ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით!
ვერ შეცვლით! ამიტომ იმისთვის, რაც მოდის, ანგარიში მაინც გაუწიეთ და წაიკითხეთ ჩემი წინასწარმეტყველებები, რომლებიც მსოფლიო გლობალურ პოლიტიკას მოიცავს.
საქართველო გადარჩება, სხვა ქვეყნებისა კი, რა გითხრათ, ძალიან გაუჭირდებათ ისეთ წამყვან ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა ევროპის ქვეყნები, ამერიკა და ა.შ.







