მედლინ დაი სამხრეთ იორკშირში ცხოვრობს (ინგლისი). ის 106 წლის არის, მაგრამ მშვენივრად გამოიყურება, დადის ხელჯოხის გარეშე და საღად აზროვებს.
103 წლამდე ცხოვრობდა თავის სახლში, სრულიად მარტო. ბოლო სამი წელია, ჰყავს მედდა. მედლინი მიიჩნევს, რომ მისი ხანგრძლივი ცხოვრება განაპირობა სტრესის გარეშე ცხოვრებამ, რაც თან სდევს ხოლმე ქორწინებასა და სიყვარულს. იგი არასოდეს ყოფილა პაემანზე, პაბსაც პირველად 90 წლისა ეწვია. ქალი მუშაობდა მთელი თავისი ცხოვრება და თავისუფალ დროს მებაღეობითა და ქსოვით იყო დაკავებული.
მედლინის 80 წლის დის შვილმა, დიანა ჰაიტონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ მამაკაცების შესახებ ჰკითხავ, ის პასუხობს: „არასდროს არ მქონდა ასეთი რამ და მაგის დამსახურებაა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“.








