პუბლიცისტი და პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ძმას, მამუკა ჩარკვიანს დაბადების დღეს ულოცავს, რომელსაც „პრაიმამბები“ უცვლელად გთავაზობთ.
„ამ ძალიან მაგარი ბიჭის დაბადების დღეა „მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო“ ხომ გაგიგონიათ, ჰოდა ჩემზეა ნათქვამი რაა სახელი „თაკო“-ც ამან შემარქვა და შემრჩა ჯერ თაკუჩას მეძახდა და ნუ „თაფუც“ „ნამეტანი“ იყო და სახელი თაკო შემრჩა. ეს კაცი – უსაზღვროდ ნიჭიერია, პატიოსანი, თბილი, „არანორმალური – სისხლის გამშრობი.“
კეთილი და მგრძნობიარე, ერთად ეს ყველაფერი როგორია??? მოკლედ ატომური ბომბია – ნაღმი, რომელიც მხოლოდ საკუთარი სიყვარულის ნაღმზე ფეთქდება მუდამ… ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო, უშენოდ ერთი დღე არ მაცოცხლოს ღმერთმა – მეტი რა გითხრა მამუ.“ – წერს თაკო ჩარკვიანი.







