გუშინ, 2 ნოემბრის ღამით, ავსტიის დედაქალაქ ვენაში მომხდარ ტერორისტულ აქტს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 ადამიანი დაიჭრა. სპეცოპერაცია ისევ გრძელდება. ტერორისტები ქალაქში არიან და სამართალდამცავები მათ ისევ ეძებენ.
ვენაში ქართველი მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ცხოვრობს. მას გაზაფხულზე მეორე შვილი შეეძინა. მომღერალს სამშობლოდან მეგობრები, კოლეგები და ახლობლები მშვიდობას და საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას უსურვებენ.
თაკოს კომენტარებში რეჟისორი ქეთი დოლიძეც უკომენტარებს.
ქეთი დოლიძე: – ჩამოდით როგორმე, დე! მარტამდე აქ უნდა იყოთ! დამიჯერე! დაგირეკავ და მოგიყვები! ჩემმა მეგობარმა, ძალიან ძლიერმა სტროლოგმა მითხრა.
თუ რა უთხრა ასტროლოგმა რეჟისორს, ამის გასარკვევად Prime ამბები ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა.
ქეთი დოლიძე: – იქ რაც ხდება მეშინია, თაკოზე ვნერვიულობ. ახლობელია. ძალიან ძლიერი ასტროლოგის აგვისტოს პროგნოზი იყო, რომ პანდემია და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია არ არის საიმედო.
ყველა ახლობელს და არა ახლობელ ქართველს მოვუწოდებ, რომ დაბრუნდეს სამშობლოში. მით უმეტეს მათ, ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჯობია თავის ქვეყანაში იყვნენ. სხვასთან შედარებით საქართველო ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ამერიკაში. მთავარია ტრამპმა გაიმარჯვოს, თუ არადა, ცუდი პროგნოზია მაშინ. ლიბერალების გამარჯვება მთელი მსოფლიოს დაღუპვა იქნება. დღევანდელი მახინჯი ლიბერალიზმი, რომელიც გულისხმობს რომ ყველაფერი დასაშვებია, საშინელებაა. ლიბერალები აქაც მომრავლდნენ. ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც რესპუბლიკელებისგან იწყება, რომლებსაც არასოდეს წესიერი რეიტინგი არ აქვთ და ქვეყანა ცუდი მხრისკენ მიჰყავთ. მე არ ვენდობი მათ. ბევრჯერ ცუდი სამსახური გაუწიეს საქართველოს.
მეშინია ლიბერალები არ მოედონ მსოფლიოს. პრაქტიკულად ბევრი რამ აქვთ ხელში ჩაგდებული. ისინი ებრძვიან ყველანაირ ფასეულობებს და ჩემთვის ეს საშინელებაა.







