ზურა ხაჩიძეს გამზრდელი ბებია რომ განსაკუთრებულად უყვარდა, ეს მაშინაც დაადასტურა, როდესაც ერთადერთ ქალიშვილს მისი სახელი დაარქვა.
მარტი ბებიას თვეაო, მითხრა. ანასტასია ბებია 99 წლის გახდებოდა. ექვსი წლის წინ გარდაიცვალა, ბოლომდე საღ გონებაზე მყოფი… ზურაზე ამოსდიოდა მზე და მთვარე… ერთადერთი შვილიშვილის მეგობრები განსაკუთრებულად უყვარდა.
ანასტასია ტაბაშიძე ბორჯომის სამშობიარო სახლის ჩვილთა პედიატრი გახლდათ. ზურა გვიყვება, როგორ სწყინდა, რატომ თვლიდნენ ბორჯომელი ბავშვები ტასო ბებოს თავისად.
ზურა ხაჩიძე: – ტასო ჩემი ყველაფერი იყო, დედა, იმედი, გამზრდელი… მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვარ. არასდროს არ დავუვიწყებ იმ სიკეთეს გაგრძელება…







