გადაცემა „ექიმების“ ერთ-ერთი წამყვანი ლევან ქარაზანაშვილი გასულ კვირას დაქორწინდა. მისი რჩეული ასევე ექიმი, ქეთი ძიგუაა.
საექიმო წყვილის მიმართ ინტერესი აქამდეც მაღალი იყო, თუმცა, ურთიერთობის გაოფიციალურების შემდეგ როგორც საზოგადოების, ასევე მედიის ყურადღება კვლავ მათკენაა მიპყრობილი.
წყვილი სოციალურ ქსელებში აქტიურია, ერთობლივ უამრავ ფოტო/ვიდეოს უზიარებს გამომწერებს. ამჯერად, ქეთიმ Instagram-ზე ზაფხულის შესაფერისი ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც მისი მეუღლე შემდეგნაირად გამოეხმაურა: „ჩემი პატარა პრინცესა“.











