მოდის სამყაროში 4 წლის წინ რამდენიმე აქსესუარით გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღებაც მალევე მიიქცია. Ჩანთების,სამაჯურებისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების შემდეგ მომხმარებელს სამოსიც შესთავაზა, თუმცა საწყის ეტაპზე მხოლოდ ქალის ხაზით შემოიფარგლებოდა.
ქართული ბრენდი XATKO ბაზარზე აქსესუარების გარდა დღეს უკვე ქალის, მამაკაცის, ბავშვის ხაზითა და 5 მაღაზიით არის წარმოდგენილი. Ხათუნა კობახიძის მიერ შექმნილი სამოსი გამორჩეული სტილითა თუ ტყავის დეტალებით მომხმარებელში აქტუალურობას რომ არ ჰკარგავს, ამას ბრენდის ისტორიაც მოწმობს. სხვადანარჩენზე თავად დიზაინერი გვიამბობს.
– რას უკავშირდება ბრენდის შექმნის ისტორია. Რა იყო მთავარი ბიძგი დაგეწყო დიზაინერის ცხოვრება?
– კერვა ბავშვობიდან მიყვარს. ბებოს ხშირად ვპარავდი ტანსაცმელს, ვჭრიდი და ვკერავდი ისე, როგორიც წარმომედგინა. საქმე იმაშია, რომ კი არ ვთამაშობდი, ბებოს საკერავ მანქანაზე, ,,ზინგერზე” ნამდვილად ვკერავდი. Ამის მიუხედავად, მოხდა ისე ,რომ სტომატოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა პროფესიით არასდროს მიმუშავია. Წლების განმავლობაში ერთ-ერთი პოპულარული მაღაზიათა ქსელის გენერალური მენეჯერი ვიყავი. სწორედ ამ პერიოდში არაერთი ცნობილი სახის ჩაცმულობაზე ვზრუნავდი.
ერთ საღამოსაც, Სამსახურიდან დაბრუნებულმა საყურეების კეთება დავიწყე, რამაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ იყო ტყავის ბეჭდები, ჩანთები და სხვადასხვა აქსესუარები. 2016 წლის 30 სექტემბერს სამსახურიდან წამოვედი და 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრალურ უბანში საკუთარი მაღაზია გავხსენი. პირველივე დღეს ნავაჭრი 1000 ლარს გასცდა. მომხმარებლის რეაქციის შემდეგ, გამიჩნდა სურვილი აქსესუარების გარდა სამოსზეც მემუშავა. რადგან იმ პერიოდში ვთვლიდი, რომ პროფესიონალურად კერვა არ შემეძლო, ნაჭერს ერთმანეთზე ნაკერის ნაცვლად, ტყავის დეტალებით ვაერთებდი, რაც მომხმარებლისთვის დიდი სიახლე აღმოჩნდა. Არ გავაცრუე მათი იმედები და ჟილეტი არა თუ სამოსის ქსოვილით, ავტომობილის სალონის მასალითა და ტყავის დეტალებით ავაწყე, რამაც კიდევ უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა. Მაშინ ტურისტების ნაკადიც ბევრი იყო და შეკვეთები სხვადასხვა ქვეყნებიდან მალევე მივიღე. Რამდენიმე თვეში საკუთარი ატელიე გავხსენი და თანამშომლებთან ერთად საკერავ მანქანას მივუჯექი. კერვის პროცესში თავადაც სიამოვნებით ვარ ჩართული.

-Რატომ XATKO?
-ყოველთვის ვცდილობ ბავშვობის ოცნებები ავისრულო. ჩემს სახელს ბავშვობიდან ზუსტად ისე ვწერდი, რაც დღეს ბრენდის სახელწოდებაა. XATKO Სახელისა და გვარის კომბინაციაც არის, ბავშვობასაც მახსენებს.
-Ქართულ ბაზარზე გამოჩენა რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კონკურენცია თუ გაფიქრებდათ მაშინ, როცა გადაწყვიტეთ, ბრენდი წარმოგეჩინათ?
-გულწრფელად რომ გითხრათ, სირთულეებზე არასდროს ვფიქრობ და არც მაშინ მიფიქრია. მგონია, რომ რაშიც შრომას ჩავდებთ, შედეგიც არ დააყოვნებს. Არც კონკურენცია მაფიქრებდა, რადგან ჩემს ბრენდს თავის ადგილი აქვს. იმ პერიოდში, როცა XATKO შევქმენი, მსგავსი სტილი არ არსებობდა. Ყოველდღიური სამოსი ტყავის დეტალებით ჩვენი მომხმარებლისთვის დღესაც კომფორტთან და ხარისხთან ასოცირდება.
-რატომ შავი და თეთრი?
-მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ფერებია, თუმცა ეს იმას არ ნიშავს,რომ სხვა ფერზე არ მიმუშავია, მაგრამ არა მასიურად.
-ვინ არის ძირითადად ,,XATKO”-ს მომხმარებელი, რა სეგმენტზეა გათვლილი ან რა ემოციას იწვევს თქვენში, როცა საკუთარ შექმნილ სამოსში ხედავთ თუნდაც გამვლელს?
-XATKO ქართულ ბაზარზე ორი ხაზითაა წარმოდგენილი. მთავარი, შედარებით ძვირადღირებული ხაზით და GE.LAND-ით, რომელიც თითქმის ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია. Ჩემში დიდ ემოციებს იწვევს, როცა ვინმეს XATKO -ს სამოსში ჩაცმულს ვხედავ. ეს ჩემი შრომის დაფასების შედეგი და დიდი სტიმულია.

– Დიზაინერი, რომელიც არ ხატავს, იშვიათი გამონაკლისია…
– ჩემი ფანქარი მაკრატელია, სახატავი კი ქსოვილი. ასე რომ, ხატვა თუ არ გამომდის, ეს დისკომფორტს სულაც არ მიქმნის.
-პანდემია ყველა სფეროს შეეხო. თქვენმა ბრნდმა რამდენად იგრძნო?
– მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში ქსოვილის ფასები მომატებულია, რთულ ეკონომიკურ პირობებში, მომხმარებელისთვის ჩემი სამოსის შეძენა ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო, გაზრდის ნაცლად ღირებულება 20-30 % -ით შევამცირე და შედეგიც სახეზეა. სწორედ ამ რთულ პერიოდში დავამატეთ ორი მაღაზია.
– ვინ დგას ბრენდის უკან? რით არიან ეს ადამიანები თქვენთვის გამორჩეულები?
– XATKO-ს დაარსების დღიდან მსახიობი მაკა შალიკაშვილი მყავს გვერდით, რომელიც ქალის ხაზის სახეა და ზუსტად ისე წარმოაჩენს ჩემ მიერ შექმნილ სამოსს, როგორც ჩავიფიქრებ. Საწყის ეტაპზე მისი კოლეგა, ნანკა კალატოზიშვილიც ძალიან დამეხმარა, რომელმაც ჩემი სამოსი მოირგო. სხვა ცნობილ სახეებთან ერთად Მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმაც ძალიან მოიხდინა XATKO-ს სტილი. ასევე ჩვენს გვერდით არის მომღერალი მარკუს მეტრეველი, რომელიც წლებია XATKO-ს სამოსს ატარებს.
ჩემს გუნდს ბოლო პერიოდში მსახიობი გიორგი გაგლოევი, ჟურნალისტი და პიარ-მენჯერი სოფიო ბოჭორიძე შემოუერთდნენ. გიორგი მამაკაცის ხაზის სახე გახლავთ და ვფიქრობ, საუკეთესოდ წარმოაჩენს იმას, რასაც ვქმნი. Ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ბრენდის კეთილდღეობისთვის ვმუშაობთ.

-რა ეტაპზეა XATKO ქართულ ბაზარსა და მოდის სამყაროში?
– ბრენდს მოდის სამყაროსა თუ ბაზარზე თავისი ადგილი რომ აქვს, ამას ჩვენი მომხმარებელი და მათი მოთხოვნის საპასუხოდ გახსნილი 5 მაღაზია ადასტურებს. კიდევ ერთ მაღაზიასაც მალე გავხსნით და საზღვარგარეთ შოუ რუმების მოწყობაზეც ვიფიქრებთ, რადგან უცხოელი მომხმარებელი სამოსს ხშირად გვიკვეთავს.
მოხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, საბავშვო ხაზზეც აქტიურად ვმუშაობთ. ძმები Დემეტრე და ანდრია ჯაჯანიძეები, ანასტასია ბაკურაძესთან ერთად XATKO-ს საბავშვო ხაზის სახეები არიან.
Ამ ეტაპზე სამოდელო სააგენტო ,,კატრინთან” ერთად არაერთ პროექტზე ვმუშაობთ. Სააგენტოს დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა ახლახანს დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა და წინ დიდი გეგმები გვაქვს.

– ვინ არის ხათუნა კობახიძე – ამას თქვენი გულშემატკივარი ბრენდის შექმნიდან 4 წლის შემდეგ იგებს. რატომ არ ჩანდით აქამდე?
– ჩემთვის საკუთარი თავის წარმოჩენაზე მეტად ყოველთვის ბრენდის გამოჩენა იყო მნიშვნელოვანი. Ბევრჯერ ყოფილა, როცა მომხმარებელს პირადად ჩემთვის უკითხავს, ვინ არის ამ სამოსის დიზაინერი და მეც ვპასუხობდი, თუმცა ისე, რომ კონსულტანტი ვეგონე. Დღემდე მახარებს ის სიტყვები, რომელსაც XATKO-ს დიზაინერის მისამართით მეუბნებიან ისე,რომ არ იციან ვის ესაუბრებიან.
Ჩემი თანაგუნდელების, იმ ადამიანების დაჟინებული მოთხოვნითა თუ თხოვნით, მოხდა ისე, რომ უარს აღარ ვამბობ ინტერვიუებზე. Ალბათ ამის დროც არის უკვე.
-რა ხდება დიზაინერის ცხოვრების მიღმა?
-გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ვცდილობ დაღლილობა გვერდით გადავდო და შვილებთან ყველაზე მზრუნველი და მხიარული დედა ვიყო. მყავს 8 წლის ანდრია და 7 წლის დემეტრე, რომლებიც XATKO-ს საქმიანობაშო დედასთან ერთად არიან ჩართულები და საბავშვო ხაზს წარმოაჩენენ. Ამისთვის მადლობას ვუხდი მათ.








