ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გუშინ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი კი პირველად ამერიკის ისტორიაში, კამალა ჰარისი გახდა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისი ბევრი ქალისთვის იმედისმომცემი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც “დემოკრატების“ კანდიდატი, ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა დაამარცხა.
56 წლის კალიფორნიელი სენატორი გუშინ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვიდეოს გამო მოექცა, ვიდეოში ის ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრება და არჩევნების შედეგებით გახარებულია.
კამალა ჰარისს აფროამერიკული და სამხრეთ აზიური ფესვები აქვს. მისი მეუღლე კი წარმატებული ადვოკატი დაფ ემჰოფია. ამერიკის “პირველმა ჯელტმენმა” პირად გვერდზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა წარწერით: ვამაყობ შენით.

კამალა ჰარისი და დაფ ემჰოფმა 2014 წელს იქორწინეს. წყვილს ორი შვილი ჰყავს, რომელიც დაფის პირველი ქორწინებიდან ჰყავს.


ჰარისი 1964 წელს დაიბადა, მისი მშობლები სამოქალაქო უფლების აქტივისტები იყვნენ. მისი დედა, შაიმალა გოპალანი ინდოეთიდან იყო, მამა – დონალდ ჰარისი კი იამაკიდან. მისმა მშობლებმა ერთმანეთი კალიფორნიაში, უნივერსიტეტში გაიცნეს, 1960-იან წლებში ისინი სამოქალაქო აქტივიზმში იყვნენ ჩართული.








