22 მარტს მარიკა თხელიძემ გიორგი მანველიძესთან ხელი მოაწერა. ქორწინებამდე, მომღერლისა და “ქართული ოცნების” დეპუტატის ურთიერთობა, რამდენიმე თვეს ითვლიდა.
ეს წყვილისთვის მეორე ქორწინებაა. გიორგის ქალიშვილი ჰყავს, მარიკას – ვაჟი.
მარიკამ ქორწინების დაკანონების შემდეგ, “პრაიმამბებთან”, პირველი კომენტარი გააკეთა.
მარიკა თხელიძე: – ხელი მოვაწერეთ და ჩვენი ურთიერთობა დავაკანონეთ. სააღდგომო მარხვის გათვალისწინებით , ჯვარს მარხვის შემდეგ დავიწერთ. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ და ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის მადლობას ვუხდით ყველას.







