მამა პეტრეს საზოგადოება კარგად იცნობს, ის სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, რის გამოც, ხშირად სკანდალების ეპიცენტრშიც ხვდება.
პეტრე კვარაცხელია 6 შვილის მამა და ერთი შვილიშვილის ბაბუაა, თუმცა ცოტა ხნის წინ ოჯახიდან წავიდა და მარტო ცხოვრება აირჩია.
გავრცელებული ინფორმაციით, ის მეუღლეს დაშორდა და სახლიდან სწორედ ამიტომ წავიდა.

“პრაიმამბების” ყურადღების ცენტრში მამაოს ის სახლი მოხვდა, სადაც ახლა მარტო ცხოვრობს. სასულიერო პირის ახალი სახლი ერთაწმინდაში მდებარეობს და როგორც კვარაცხელია ამბობს, იქ თავს შესანიშნავად გრძნობს.

როგორც პეტრე კოლხი “AMBEBI.GE”-თან საუბარში ამბობს, მას ერთაწმინდაში მიწის ნაკვეთი ჰქონდა, სადაც მან მეგობრების წყალობით პატარა ქოხი ააშენა, თუმცა თუ მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, დეკანოზს საკმაოდ კეთილმოწყობილი სახლი აქვს, რომლის ფანჯრებიდან ულამაზესი ხედები იშლება.
მამა პეტრეს ხშირად სტუმრობენ მეგობრებიც, მათ შორის სასულიერო პირები.














