სამშაბათი, აპრილი 21, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

დედაჩემის კორონა დღითი დღე მძიმდება, ექიმი არ ჰყავს – მარიკა ბაკურაძე

Prime Ambebi - Prime Ambebi
აგვისტო 26, 2021
- სიახლეები
0
დედაჩემის კორონა დღითი დღე მძიმდება, ექიმი არ ჰყავს – მარიკა ბაკურაძე
126
გაზიარება
698
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

 

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა „კორონავირუსის“ გამო დღითი დღე მძიმედება. მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, პაციენტს ექიმი არ ყავს. ის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებისთვის მიმართავს.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

„პრაიმამბები“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„დედაჩემის კორონა დღითი დღე მძიმდება, მე-8 და ყველაზე რთული დღეა დღეს, მე ჩემი ცოდნით, ტრადიციულად ალექსანდრე გოგინავას შეწუხებით, ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საკმაოდ რთულ პაციენტს ექიმი არ ჰყავს. ადამიანი არ არსებობს, ვინც მისი კოვიდის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს.

მოჯადოებული წრეა: თუ ჯანდაცვიდან ოჯახის ექიმი არ დარეკავს, სხვა ექიმი პაციენტს ხელს არ მოჰკიდებს.

არადა, ეს ჯანდაცვის უჩინარი ექიმი არ რეკავს.

უკვე მე-6 დღეა, ჩემი ყოველი დილა იწყება 1505-ზე დარეკვით, მპასუხობენ, ვკარნახობ, ვუხსნი სიტუაციას და მეუბნებიან – მონიტორინგს გადავცემთ. ასე მონიტორინგზე გადაცემული ვართ 6 დღეა, მაგრამ რად გინდა? იმის იქით არაფერი.

1505 და 112, ორივეს ერთი პასუხი აქვს – ჩვენ მხოლოდ მედიუმი ვართ ქალბატონო და მხოლოდ გადაცემა შეგვიძლია. კი ბატონო, გავიგე, მაგრამ გადაცემა რომ არაფერს შველის?

დღეს აღარ დავრეკავ, რა აზრი აქვს, არადა, დღესაა ყველაზე მძიმე, მე-8 დღე.

ახლა ვინმე იტყვის – ჩქარა კლინიკაში გადაიყვანეო, გადაყვანა არ არის აუცილებელი, უფრო რთული პაციენტებიც არიან, არც ის ადამიანი ვარ, ვინც უაზროდ პანიკას ტეხავს და 37 სიცხეზე წამლებით და ჰოსპიტლის მოთხოვნით დარბის აქეთ-იქით, მე უბრალოდ ექიმი მინდა, ვინც ყურადღებას მიაქცევს პაციენტს, დისტანციურად, ჩაიბარებს მის ისტორიას, მეტყვის რა დროს რა გავაკეთო და ხაზზე იქნება, როცა დამჭირდება.

ჰო, პსრ ტესტი, სისხლის და სხვა ანალიზები, ეს ყველაფერი კერძოდ გავუკეთე, რადგან ე.წ „მიმართვა“ არავინ არასდროს არ დაგვიწერა. კატესაც ჩემით გადავუღებ, მაგრამ ნუთუ ყველას შეუძლია კერძო მომსახურეობის დაქირავება?

მესმის, რომ გარდაცვლილთა სტატისტიკის ყურება რთულია, მაგრამ ისიც არანაკლებ რთულია, უყურო, როგორ მიდის ადამიანი ამ კონდიციამდე.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – რა ვქნათ? დაგირეკოთ დღესაც?

ისევ მონიტორინგს გადაგვცემთ? (აცრილია 1 სინოფ)“ – წერს მარიკა ბაკურაძე.

Tags: კორონავირუსიმარიკა ბაკურაძე
Prime Ambebi

Prime Ambebi

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved