ბოლო პერიოდში საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ცნობილი კარდიოქირურგის ლევან ქარაზანაშვილის და ექიმ ქეთი ძიგუას წყვილი.

ლევან ქარაზანაშვილს საქართველოს გარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც შესანიშნავად იცნობენ და მას არაერთი იშვიათი ოპერაცია აქვს ჩატარებული.
ქარაზანაშვილის თავის გამომწერებს ხშირად უზიარებს ახალგაზრდა რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს.

წყვილს გლამურული ცხოვრება აქვს. ისინი სულ ცოტა ხნის წინ დუბაიში იმყოფებოდნენ დასასვენებლად, სადაც დრო გლამურულად გაატარეს.
ორი დღის წინ, წყვილმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ისინი “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრნენ. ფოტოები პირად გვერდზე ლევან ქარაზანაშვილმა თავად გამოაქვეყნა.











