ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, მის მორთვას განსაკუთრებით ელოდებიან როგორც უფროსები, ასევე ბავშვები.
ახალ ნაძვის ხეს ყოველ წელს არავინ ყიდულობს, თუმცა ისევე როგორც ყველაფერს, ნაძვის ხესაც თავისი ტრენდი აქვს.
როგორი ნაძვის ხეები არის ტრენდული ამ ახალ წელს, ამის შესახებ “პრაიმამბებს” მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე ესაუბრა.
– ქალბატონო დალი, როგორი ნაძვის ხეა ტრენდული წელს?
– ჩემთვის ნაძვის ხის მორთვა არის ჩვეულებრივი შემოქმედებითი პროცესი. წლის ყველაზე ლამაზი სეზონია და შესაბამისად ვემზადები. როცა სადღაც შევდივარ პირველა, ვაკვირდები როგორი ნაძვის ხე აქვთ აწყობილი.
ნაძვის ხე ჩემთვის არის გოგო, რომელიც ლამაზად უნდა მორთო და ჩააცვა. გარდა იმისა რომ ყოველ წელს ტრენდული ფერებია, ერთ რამეს გასწავლით: ნაძვის ხის აწყობის დროს უნდა გაითვალისწინოთ ორი ფერი, რომელიც არასდროს შეიცვლება და მესამე ფერი ცვალო.
ვერცხილსფერი და ოქროსფერი მოსართავები სულ უნდა გქონდეს, რომ იტყვიან ეს არის ძირითადი კომპონენტები, მაგრამ წელს ვერცხლისფერია ტრენდული.
მაინც მე წითელი ფერს ვანიჭებ უპირატესობას. ასევე ტრენდულია ვარსკვლავის ან გვირგვინის გაკეთება ნაძვის ხის თავზე, მე მომწონს ჩარჭობილი ტოტები, ეს ნაძვის ხეს მოცულობას მატებს.
აუცილებელი ატრიბუტია ნათურები, რაც მეტს გაუკეთებთ მით უკეთესი, ჯერ ნათურებით უნდა დაიწყოთ მორთვა და შიგნიდან უნდა გაანათოთ ნაძვის ხე.
სათამაშოს უკან განათება უფრო იბრწყინებს. მინდა ყველას ლამაზი და გაბრწყინებული წელი დაებედოს.







