პარასკევი, აპრილი 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

ეს ოთხი ნივთი, სამსახურის კარს გაგიღებთ და იღბალს მოგიტანთ

Prime Ambebi - Prime Ambebi
ნოემბერი 22, 2021
- Slider 2, სიახლეები
0
ეს ოთხი ნივთი, სამსახურის კარს გაგიღებთ და იღბალს მოგიტანთ
137
გაზიარება
759
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

მომავალი, კარიერა, წარმატება – შეუძლებელია, ვინმეს ამაზე არ ეოცნებოს და მისთვის იდეალურ სამსახურზე ფიქრისას, მთელი იმედები მასზე არ დაემყარებინოს, რომელსაც მომავალი ცხოვრების მოწყობას დააშენებდა ზედ. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრს ეს ოცნება აუხდენელი რჩება. მართალია, კარგი სამსახურისთვის, ანუ რაზეც ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებობთ, შესაბამისი ცოდნა და კომპეტენციაა საჭირო, მაგრამ მარტო არც ეს კმარა.

პროფესიონალიზმისა და მაღალი კონკურენტუნარიანობის გარდა, თქვენი დახმარება ზოგიერთ ნივთსაც შეუძლია, რომელიც სანუკვარი ოცნების ახდენას უფრო დააჩქარებს და ასეთია ოთხი ნივთი, რომლებიც ხალხური მინიშნებების მიხედვით, აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

– რომელია ეს ჯადოსნური ნივთები, ასეთი დახმარების გაწევა რომ შეუძლია?

– თქვენ წარმოიდგინეთ და ჯადოსნური არც ერთი არ არის. თითოეულის შეძენა თუ მოპოვება ყველასთვის ხელმისაწვდომია. დავიწყებ ახალი წყვილი ფეხსაცმლით, რისთვისაც, უპირველესად, რა თქმა უნდა, მაღაზიაში უნდა წახვიდეთ და ისეთი ფეხსაცმელი შეარჩიოთ, რომლითაც ახალ სამსახურში ისურვებდით წასვლას. შეარჩიეთ, იყიდეთ, მაგრამ არ უნდა ჩაიცვათ. სახლის შესასვლელ კართან ახლოს დააწყვეთ. ამ ქმედებით სამყაროს აწვდით ხმას, რომ უკვე მზად ხართ, მუშაობას სწორედ იმ სამსახურში შეუდგეთ, რაზედაც ამდენ ხანს ოცნებობდით და ახლა მხოლოდ შეთავაზებას ელოდებით. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ახალი წყვილი ფეხსაცმლის ყიდვა, არამედ ზუსტად იმ მოდელის შერჩევა, რომელიც ასე „ჩაგივარდათ გულში“. გულდასმით დაათვალიერეთ ფეხსაცმელი, წარმოიდგინეთ, რომ ის გაცვიათ და ყოველ დილით ასე გამოწყობილი გამოდიხართ სახლიდან – თან შეეცადეთ, რამდენიმე წამით დაყოვნდეთ ამ ტკბილ მომენტზე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა სასურველი მოდელი უკვე შეიძინეთ: ახალი ფეხსაცმელი მიიტანეთ სახლში, ამოიღეთ კოლოფიდან, შემოსასვლელში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დააწყვეთ და ყოველთვის, როცა კი მას შეხედავთ, იფიქრეთ, რომ მალე ჩაიცვამთ. შემდეგია ერთ-ერთი მცენარე, რომელსაც ბევრ ოჯახში ბარაქას უკავშირებენ…

– ფულის ხე?..

– დიახ, ასეთი სტატუსი აქვს ამ მცენარეს და მოფერებით „ბუთქუნადაც“ მოიხსენიებენ, მისი მართლაც ბუთქუნა ფოთლების გამო. როგორც მოგეხსენებათ, სახელი ოთახის ამ მცენარეს სწორედ იმან გაუთქვა, რომ, როგორც ფართოდაა გავრცელებული, სახლში ფულს იზიდავსო. თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ ეს საყვარელი „ბუთქუნა“ მხოლოდ ფინანსების კი არა, მისი გამომუშავების წყაროცაა. გაახარეთ სახლში ეს მცენარე და კარგად მოუარეთ. და რაც მთავარია, ქოთანი მისთვის არც ნათესავებს და არც მეგობრებს არ გამოართვათ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე გამოვა, რომ თქვენ ისინი გაძარცვეთ, რაც სიკეთეს ნამდვილად არ მოგიტანთ. არც ის შეიძლება, „ფულის ხე“ ნაცნობებს სთხოვოთ და მათგან დროებით იმ პირობით წამოიღოთ, რომ მერე, როცა სურვილი შეგისრულდებათ, ისევ უკან დაუბრუნებთ. თავად ჩარგეთ ყლორტი და გაახარეთ საკუთარი ხე – ყოველ ჯერზე კი, როცა მას მორწყავთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოცნების მარცვალს აღვივებთ. აქედან ძალიან მალე მოგეცემათ შესაძლებლობა, სასურველ სამსახურში მოხვდეთ. რაც შეეხება მესამე „ჯადოსნურ ატრიბუტს“, ისევ პირად გარდერობს უნდა დავუბრუნდეთ…

– ფეხსაცმელს შესაბამისი ტანსაცმელიც მოუხდება – გამოვიცანი?

– დიახ, ოღონდ ეს ახალი კოსტიუმი თქვენი „სასცენო აღჭურვილობა“ ანუ სამოსის ისეთი კომბინაცია უნდა იყოს, როგორიც სწორედ საოცნებო სამსახურს შეეფერება – საქმიანიც, ელეგანტურიც და გემოვნებით შერჩეულიც. ანუ, შეიძინეთ კოსტიუმი იმ მიზნით, რომ ახალ სამსახურში ჩაიცვამთ. ამ მინიშნების ამოქმედების ხერხი ანალოგიურია პირველისა, რომელიც ახალ ფეხსაცმელს უკავშირდებოდა. მთელი გულითა და სულით მიუდექით ახალი კოსტიუმის შერჩევის პროცესს. წარმოიდგინეთ, რა დიდებულად გამოიყურებით ამ სამოსში, როცა დამსაქმებელი სამუშაო გუნდის წინაშე წარგადგენთ. აუცილებლად გაითავისეთ ეს მდგომარეობა და მომენტი რამდენიმე წამით დააფიქსირეთ. რა თქმა უნდა, არც ეს ახალი ტანსაცმელი არ უნდა ჩაიცვათ და დაკიდეთ ისეთ ადგილას, ხშირად რომ მოგხვდეთ თვალში. ყოველ ჯერზე, როცა კი საკიდზე ამ ახალთახალ კოსტიუმს მოჰკრავთ თვალს, წარმოიდგინეთ, რომ მასში გამოწყობილი შედიხართ საყვარელ ოფისში. იმის შეგრძნება, რომ თითქოს სურვილი უკვე შეგისრულდათ, თქვენი მიზნის რეალიზებას დააჩქარებს… და მართლაც, ძალიან მალე თქვენ ჩაიცვამთ ახლა კოსტიუმს დანიშნულებისამებრ.

და ბოლო კომპონენტი: დარიჩინის ჩხირები. დარიჩინი არა მხოლოდ ნამცხვარს სძენს მიმზიდველ არომატს, არამედ ამულეტის რანგშიც იყენებენ ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად. ეს სანელებელი ძლიერ ენერგიას ფლობს, ამიტომ ძველად მას „ფულის სუნელსაც“ კი უწოდებდნენ. დაალაგეთ გამოსაჩენ ადგილას დარიჩინის ჩხირები და ყოველდღიურად, როცა კი მას თვალს მოჰკრავთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოცნება ახდა. დარიჩინი თქვენს ცხოვრებაში იღბალს მოიზიდავს და ახალ შესაძლებლობებსაც დაგანახვებთ იმისთვის, რომ მარტივად და სწრაფად მიაღწიოთ მიზანს.

 

წყარო: თბილისელები

Tags: ასტროლოგია
Prime Ambebi

Prime Ambebi

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved