ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

გაატარეთ შემოდგომა თბილისში – იპოვე საუკეთესო ბინა

Prime Ambebi - Prime Ambebi
სექტემბერი 20, 2021
- სიახლეები
0
გაატარეთ შემოდგომა თბილისში – იპოვე საუკეთესო ბინა
186
გაზიარება
1k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

დასრულდა ყველაზე ცხელი ზაფხული და მოულოდნელად ამინდებიც ცოტა ხნით შეიცვალა. მართალია, ჯერ მხოლოდ სექტემბერია, თუმცა ნამდვილად ვერ განვსაზღვავთ წელს თბილი შემოდგომა იქნება თუ ცივი. ამის მიუხედავად, ერთი რამ, რაც ყველამ ვიცით არის ის, რომ შემოდგომა მაინც ლამაზი იქნება, განსაკუთრებით კი თბილისში, სადაც საზაფხულო განწყობა ერთგვარად მელანქოლიამ შეცვალა. ახლა საუკეთესო დროა თავისუფალ დროს ქალაქში ფეხით, ველოსიპედით ან სკეიტით სეირნობისთვის, რადგან ძალიან არ ცხელა, ამინდები კი მალე შეიცვლება და აცივებამდე კარგი იქნება თუ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ.

თბილისში ყველა უბანი თავისებური და განსხვავებულია, ამიტომ სანახავიც საკმაოდ ბევრია. ყველაფერთან ერთად, თუ ფოტოების გადაღება გიყვართ, მაშინ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც უნდა მოიმარჯვოთ თქვენი ტელეფონები, ამოქოქოთ ველოსიპედები, აიღოთ პლედი, მონახოთ თანამზრახველი და ხელახლა აღმოაჩინოთ თბილისი, შიგადაშიგ კი პლედი გაშალოთ და ზოგადსაკაცობრიო თემებზე ისაუბროთ, თან თუ ცხელი ჩაი გექნებათ, ჩათვალეთ დღე საუკეთესოდ გაატარეთ.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი აღარ ეთქმის ამ პერიოდს, მაინც საინტერესოა ეს ქალაქი დამთვალიერებლისთვის. თუ უცხოელი მეგობარი დაინტერესებულია აქ ჩამოსვლით და ზაფხულში ვერ გამოუვიდა, შეგიძლიათ ანუგეშოთ და შემოდგომაზეც თამამად დაპატიჟოთ. აუცილებლად დაათვალიერებინეთ ძველი თბილისი, მთაწმინდა, ხოლო თუ გინდათ მასზე შტაბეჭდილება მოახდინოს ქალაქმა, მაშინ ბინა ვაკეში უნდა მოძებნოს, რადგან საღამოს ეს ადგილი ნამდვილად საუცხოოდ გამოიყურება.

სექტემბერში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგა, ამიტომ გადაადგილება საკმაოდ გაიოლდა. თუ აქამდე სახლიდან მუშაობდით, ზამთარში კი ოფისში გასვლა ნამდვილად არ გსიამოვნებთ, შემოდგომა ნამდვილად ის პერიოდია, როდესაც ოფისში მისვლა საუკეთესო ამბად ჩაგეთვლებათ. ყველაფერთან ერთად, აუცილებელია დროდადრო თანამშრომლებისა თუ კოლეგების ნახვა, განსაკუთრებით სასიამოვნო კი იმ ახალი თანამშრომლების გაცნობაა ახლიდან, ვისთანაც მხოლოდ სოციალურ ქსელებსა თუ გუგლ მითში გქონდათ კომუნიკაცია. ასევე, ოფისში სიარული აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და ხასიათზეც, გამომდინარე იქიდან, რომ შემოდგომაზე, ტემპერატურის კლებასთან ერთად, ადამიანებში მატულობს დეპრესიული ნიშნები, ამასთან გასამკლავლებლად საუკეთესო გზა ადამიანებთან ერთად დროის გატარებაა, დროდადრო კი საკუთარ თავსაც დაუთმობთ დროს.

თბილისში ღამე დასარჩენად უამრავი ადგილია, გააჩნია თქვენს განწყობასა და დამოკიდებულებას. შეიძლება ქირით გსურდეთ გადასვლა, ან მხოლოდ ერთი-ორი დღით სხვაგან ცოვრება, დასარჩენს აუცილებლად იპოვით. შეგიძლიათ ერთ-ერთ კარგ ალტერნატივად ბინები ვაკეში განიხილოთ, რადგან ეს ადგილი ნამდვილად გადააჭარბებს თქვენს მოლოდინებს, სადაც საღამოობით ან სულაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაშინ, როდესაც დღე კლებას დაიწყებს, ტემპერატურა კი ნელ-ნელა დაეცემა, პლედს მოაგდებთ, მწვანე ჩაის მოიმზადებთ და საყვარელ წიგნში ჩაიძირებით. შეიძლება საყვარელი სერიალიც იყოს, რა თქმა უნდა. 

თბილისში პანდემიის გამო ღამის ცხოვრება გარკვეულწილად შეფერხებულია, თუმცა აქ საინტერესო ამბავს ყოველთვის წააწყდებით. შემოდგომაზე ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ღამით გასეირნებაა, როდესაც შეძლებთ სხვადასხვა სახის გამოფენებსაც ესტუმროთ და დრო საკმაოდ შემოქმედებითად გაატაროთ.

 

(R)

Tags: ბინა ვაკეში
Prime Ambebi

Prime Ambebi

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021
,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

ნოემბერი 5, 2021
„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 

„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 

ნოემბერი 26, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved