გუშინ საქართველოს რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი ესტუმრა. თბილისში ის მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
პოზნერის ჩამოსვლა გააპროტესტეს აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებმაც გუშინ საღამოსვე აქცია გამართეს სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც ჟურნალისტი თავის სტუმრებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.
„ვინოტელი“პოზნერმა სტუმრებთან ერთად პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა. ამის შემდეგ აქცია სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. აქციის მონაწილეებმა, სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
პოზნერი და მისი სტუმრები თბილისში დარჩენას 3 აპრილამდე აპირებდნენ, თუმცა განითარებული მოვლენების გამო, ქვეყანა დილაადრიან დატოვეს.
სამოქალაქო ატივისტების თქმით, ვლადიმერ პოზნერი აეროპორტში ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა გააცილა და ამის მტკიცებულებად, მათ ფოცხიშვილის ფოტოც გაავრცელეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმამბები“ ბასა ფოცხიშვილს დაუკავშირდა. რომელმაც ეს ბრალდება უარყო.
– პოზნერი ჩემს ცხოვრებაში თვალით არ მყავს ნანახი, შეიძლება ტელევიზორში მყავს ბავშვობაში ნანახი, მასთან სხვა არანაირიშეხება არ მქონია მასთან.
– ერთ-ერთმა სამოქალაქო ატივისტმა თქვენი ფოტო გაავრცელა, იმ დროს აეროპორტში მართლა იმყოფებოდით?
– იმ დროს უბრალოდ აეროპორტში ვიყავი, პოზნერი არც კი მინახავს.






