შაბათი, აპრილი 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“გარდაცვლილ დედას ეძახდა და პასუხს, რომ არ სცემდა, ცუდად ხდებოდა” – როგორ დაიღუპა ომიკოს დედა და როგორ ცხოვრობდა ალუაშვილების ოჯახი წარსულში

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
დეკემბერი 18, 2020
- Lifestyle, კვირის TOP 5, სიახლეები
0
“გარდაცვლილ დედას ეძახდა და პასუხს, რომ არ სცემდა, ცუდად ხდებოდა” – როგორ დაიღუპა ომიკოს დედა და როგორ ცხოვრობდა ალუაშვილების ოჯახი წარსულში
3.7k
გაზიარება
20.4k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ორი დღის წინ, სოციალური ქსელი აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მამა-შვილის ფოტოებმა მოიცვა.

პატარა ომიკო ალუაშვილი აფრიკის დასახლებაში იმ მომენტში გადაიღეს, როდესაც მძიმე ტექნიკა ადგილზე უკანონო ნაგებობების დემონტაჟს ახორციელებდა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ერთმა კადრმა პატარა ომიკოს და მისი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ქალაქის მერმა კახა კალაძემ მას ოთხოთახიანი ბინა აჩუქა, სადაც საცხოვრებლად მალე გადავა.

ომიკო მრავალშვილიანი ოჯახის შვილია. თუმცა ობოლია, მას დედა არ ჰყავს. “დედაჩემი რომ ცოცხალი იყოს, ჩვენი სიხარული შეერთდებოდაო” – თვალცრემლიანმა თქვა პატარა ბიჭუნამ საკუთარი ისტორიის მოყოლისას “პრაიმტაიმთან”.

“პრაიმამბები” დაინტერესდა, რითი დაიღუპა პატარა ომიკოს დედა და ამის შესახებ, მის ძმას, თორნიკე ალუაშვილს ესაუბრა.

– ჩემი ოთხი დედმამიშვილის დედა იყო ნინა. როცა დაიღუპა ომიკო 2-3 წლის გახლდათ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, უყვარდა თავისი შვილებიც და ჩვენც. უცბად დაიღუპა… დილით სამსახურში გამაცილა, მალე დამირეკა ჩემმა დამ, მითხრა: ცუდად არის და მობრუნდიო. როცა მოვედი უკვე გარდაცვლილი იყო. 43 წლის ჯანმრთელი ადამიანი გვეგონა, არაფერი აწუხებდა და როგორც ექიმებმა გვითხრეს, გული გაუსკდა.

– ომიკო ამ დროს სახლში იყო?

– დედის გარდაცვალების დროს სახლში იყო იყო ომიკო. მისი განცდები მძიმე იყო. მაცივარში გვყავდა ჩასვენებული, ომიკო ოთახში როცა შემოდიოდა, ეძახდა, ვერ აგონებდა და ამბობდა გადააფარეთ დედას სცივაო. პასუხს რომ არ სცემდა, ამის გამო ცუდად ხდებოდა და სასწრაფოსაც ვიძახებდით.

როცა სასაფლაოზე წავიყვანეთ დაკრძალვის დღეს, იქაც იტირა, მიწას ნუ აყრით, დედას ეტკინებაო.

– მაშინაც აფრიკის დასახლებაში ცხოვრობდით?

– მაშინ მუშტაიდის პარკში ვცხოვრობდით. მამაჩემი იქ 30 წელი მუშაობდა, კარუსელების ჩამრთველი იყო. ხან ერთ შენობაში ვცხოვრობდით, ხან მეორეში. ბოლოს მამა გამოუშვეს სამსახურიდან და ჩვენც წამოვედით იქედან. ის ფართი სჭირდებოდათ, მამა თან 61 წლის არის, ამიტომაც დაკარგა სამსახური.

მამაჩემი უფასოდ “აკატავებდა” ყველა ბავშვს, რომლებსაც საქანელაზე დაჯდომა უნდოდა და ამის ფული არ ჰქონდა.

მისი ხელფასი სულ რაღაც 300 ლარი იყო პარკში.

– რატომ არ დადის ომიკო სკოლაში?

– მე ვმუშაობ დილიდან საღამომდე, სამსახურის გარდა, დამატებით სამუშაოებსაც ვასრულებ. ომიკო წერეთელზე დადიოდა სკოლაში, აქ როცა გადმოვედით, ფიზიკურად ვეღარ შევძელი სკოლაში მეტარებინა, აქ როცა შევიტანეთ განცხადება, გვითხრეს ადგილი არ გვაქვსო და ერთი წელი სკოლის გარეშე დარჩა ბავშვი.

ცოტა ხნის წინ, მოსული იყო სკოლის დირექტორი და გვითხრეს, რომ მეორე სემესტრიდან მიიღებენ აქ სკოლაში.

Tags: ბავშვი აფრიკის დასახლებიდან
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved