ისტორიკოსებმა სასექსის ჰერცოგების ინტერვიუ, ბოლო 85 წლის მანძილზე ყველაზე დიდ სამეფო კრიზისად შეაფასეს, რომელმაც დიანას და ჩარლზის სკანდალებით სავსე ურთიერთობაც კი გადაფარა.

პრინცი უილიამის კომენტარი და იმაზე დაკვირვება, თუ როგორ უმკლავდება ორივე მხარე შექმნილ კრიზის, მიგვანიშნებს, რომ ჰარიმ და მეგანმა სამეფო ოჯახის ნდობა დაკარგეს: „იდეალურ სამყაროში, პრინცი უილიამი ძმას დაურეკავდა და პირისპირ გაარკვევდა ურთიერთობას. ახლა, ასე ვეღარ მოიქცევა – არ აქვს გარანტია, რომ მათი პირადი საუბარი პრესაში არ მოხვდება”, – აცხადებს სამეფო ბიოგრაფი.

რაც შეეხება დედოფლის განცდებს, წყაროების თქმით, „ის არა გაბრაზებული, არამედ მომხდარით დანაღვლიანებულია. დედოფალი ყოველთვის განსაკუთრებით დარდობდა ჰარიზე. შვილიშვილის დაცვის ინსტინქტი ძალიან ძლიერია”.







