სახის კანის გაფართოებული ფორები გენეტიკური პრობლემაა, თუმცა არსებობს საშუალებები, რომლებიც მათ შევიწროებას უწყობს ხელს.
1. დაიბანეთ სახე ცივი წყლით
ფორების დაპატარავებაში ცივი წყალი ხელს შეგიწყობთ. ხშირი დაბანის შედეგად კი სახის კანს დატენიანებაში შეუწყობთ ხელს. საკმაოდ ეფექტურია სახის გამწმენდი გვირილის ლოსიონების და მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული საშუალებების გამოყენება.
2. დამატენიანებელი საცხის გამოყენება
ხშირად გამოიყენეთ დამატენიანებელი საცხი, ვინაიდან თქვენს კანს მუდმივად ესაჭიროება მოვლა და ყურადღება. კანი გამოყოფს ცხიმოვან საფარს, რის შედეგადაც ჩვენი სახის კანი პრიალებს, რაც დამეთანხმებით, სულაც არ არის სასიამოვნო სანახავი. შესაბამისად, ყოველდღიურად დამატენიანებლის გამოყენებით თავიდან აიცილებთ ცხიმოვან, პრიალა საფარს და მიიღებთ სასიამოვნოდ დატენიანებულ კანს.

3. დაიცავით კანი მზისგან
სახის კანი საჭიროებს მზისგან დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში კანი უხეში და გამომშრალი იქნება. შესაბამისად, სახლიდან გასვლამდე არ დაიზაროთ და დაიტანეთ კანზე მზისგან დამცავი საშუალება.
4. ორთქლის აბაზანები
სახის კანის ფორების შემცირების ეფექტურ მეთოდებს შორის ორთქლის პროცედურებია. წამოადუღეთ წყალი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, ბაზილიკა, ლავანდა ან როზმარინი. თუკი პრობლემური კანი გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ ჩაის ხის კარაქი. დაფარეთ თავი პირსახოცის მეშვეობით და დაუშვით სახე ორთქლზე. ეს კანის ფორების გაფართოების ეფექტური საშუალებაა და შედეგად კანიც დაგიტენიანდებათ. ორთქლის აბაზანის შემდგომ გამოიყენეთ სკრაბი ან მიმართეთ პილინგს.








