მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვანო ჯავახიშვილს მადლობას უხდის.
“გადაცემა ფარული კონვერტი დაიბადა ვანო ჯავახიშვილის ხელში. მან იბრძოლა რომ ია ფარულავას ქონოდა გადაცემა რუსთავი 2 ზე და კბილებით გაიტანა თავისი მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა (ვინ, რატომ, რისთვის და როგორ… ამას აღარ ააქვს მნიშვნელობა) დიდი მადლობა ვანო ამისთვის”, – წერს ია ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა არაბიძემ და კომედი ჯგუფის წევრებმა “რუსთავი 2” დატოვეს. ცნობილია, რომ იუმორისტები ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადადიან.
რუსთავი 2-ზე „კომედი შოუ“, „ნიკა არაბიძის შოუ“, „ანეკდოტების შოუ“ და „გააცინე და მოიგე“ აღარ გავა.







