შაბათი, აპრილი 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ირაკლი რომ არ იყოს ანის ცოლად მოვიყვანდი” – დაუმსახურებელი უარის შემდეგ, წამოწყებული რეიტინგული პროექტის შექმნის ისტორია

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
ოქტომბერი 23, 2020
- Lifestyle, მთავარი ამბავი., სიახლეები
0
“ირაკლი რომ არ იყოს ანის ცოლად მოვიყვანდი” – დაუმსახურებელი უარის შემდეგ, წამოწყებული რეიტინგული პროექტის შექმნის ისტორია
268
გაზიარება
1.5k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

კარანტინის პერიოდში ინტერნეტ-პლატფორმებმა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ბევრმა ადამიანმა ინტერნეტში გადაცემები გააკეთა და სწორედ მისი მეშვეობით გაჰყავდა დრო. სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა პოპულარული ქართული ინტერნეტ-პლატფორმა „ბლოგერ შოუ“, რომელიც მოდის ბლოგერმა გიგა უჩუვატოვმა მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა.

რეალითი ტიპის შოუში, ცნობილი ქართველი ინფლუენსერები ხშირად კამათობენ და სხვადასხვა სახის დავალებებსაც ასრულებენ, რაც „ბლოგერ-შოუს“ რეიტინგულობის გარანტი გახდა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

უფრო დეტალურად ამის შესახებ „პრაიმამბებს“ პროექტის შემქმნელი და ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ანი ჩხეიძე ესაუბრა.

– გიგა, საიდან გაჩნდა „ბლოგერ შოუს“ შექმნის იდეა?

– „ბლოგერ შოუს“ შექმნის იდეა, მას შემდეგ გამიჩნდა, როდესაც „მასტერ შეფში“ დაუმსახურებელი უარი მითხრეს და პროექტი დამატოვებინეს. იმ პერიოდში კარანტინი იყო გამოცხადებული და არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ უსამართლობის და უძრაობის მიუხედავად, გადავწყვიტე საკუთარი პროექტი გამეკეთებინა.

დიდი ხანი მქონდა ინფლუენსერების შეკრების იდეა და შევკრიბე კიდეც. თავდაპირველად დავტესტე, ხუთი ინფლუენსერი შევიკრიბეთ და ჩავატარე ცნობადობის ტესტი.

მას შემდეგ რამდენჯერმე წავედით სხვადასხვა ტურში, ერთ-ერთი ტურის დროს გადავიღეთ ვიდეო და დავდეთ ინტერნეტში, რაც უმალ გახდა რეიტინგული და 300 000 ნახვა დააგროვა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩვენს შეკრებებს პროექტის სახე ჰქონოდა და დღეს უკვე საქართველოში კონკურენტი არ გვყავს.

– ანი, თქვენ როგორ ჩაერთეთ „ბლოგერ შოუში“?

– კარანტინის პერიოდში, როცა ყველა სახლში იყო, გიგამ ინსტაგრამზე გააკეთა ლაივ-გადაცემა. ერთ-ერთი გადაცემისთვის მეც დამირეკა და ჩამრთო. მანამდე არც ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია. არცერთ გადაცემას არ იღებს ჩემს გარეშე.

გიგა: ჩემი მოთხოვნაა ანი სულ ჩემთან ერთად იყოს, იმიტომ რომ მაწყნარებს,  ირაკლი რომ არ იყოს ცოლად მოვიყვანდი. ვიცი რომ ანი ყველაფერში დამეხმარება, რთულია ასეთი მეგობრის პოვნა.

– როგორ არჩევთ გადაცემის მთავარ მონაწილეს?

– მუდმივად ვცდილობ შევცვალო ინფლუენსერები, მაგრამ ხალხი ძირითადად ერთიდაიგივე ადამიანებს ითხოვს.

– შოუს შინაარსზე ვინ ზრუნავს და დაძაბულობა რამდენად ხშირად არის გადაღებებზე?

– ვცდილობ არ დავპატიჟო დაპირისპირებული მხარეები, ყველა დეტალი წინასწარ არის გათვლილი, სამაგიეროდ შოუში ინტრიგებს სხვადასხვა დავალებების სახით ვდებთ.

პროფესიას იცვლიან მონაწილეები, რუსკა ქარქაშაძეს ლუდის გაყიდვა მოუხდა სანაპიროზე, თი მაჭავარიანმა კი მასაჟი გაუკეთა სხვას. ანი ერთხელ ტანგით გავიდა სასტუმროს ეზოში.

ანი: თამაში მოვიფიქრეთ და მე შემხვდა ეს დავალება. ტანგა ამოვიცვი შარვალზე და სასტუმროს ეზოში გავედი კბილების გასახეხად. ხალხი გაოცებული მიყურებდა.

გიგა: სკანდალები ძირითადად კადრს მიღმა რჩება, მაგრამ ერთხელ ლიკუნა ხაჭაპურიძის მაისურს დაესხა ერთ-ერთი გოგონას ტონალური და მაგაზე ჩხუბი მოხდა.

დიდი სკანდალი მოჰყვა მარი სანის სიყვარულის ისტორიას. მან მაყურებელს უამბო, რომ მისი შეყვარებული ამერიკაში ცხოვრობს და მანძილმა ისე იმოქმედა ჩვენზე, არ ვიცი მიყვარს თუ არ მიყვარსო, რაზეც ხალხი გაღიზიანდა, ეგონათ მოიგონა. საბოლოოდ მარი სანი წავიდა თავის შეყვარებულთან და ბედნიერად ცხოვრობენ.

Tags: ანი ჩხეიძებლოგერ შოუგიგა უჩუვატოვიინფლუენსერები
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved