ინსტაგრამის გვერდი “ტორტები ჯეინ ტეილორისგან” გვიზიარებს ყვავილის ფორმის ქაფქეიქების რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ სახლში გამოსცადოთ, სანამ მას ქორწილში ან წვეულებაზე მიართმევთ თქვენ სტუმრებს.
ინგრიდიენტები კრემისთვის
500 გრამი უმარილო კარაქი
1კგ შაქრის ფხვნილი
1 სუფრის კოვზი ვანილი
ქაფქეიქებისთვის
235 მლ – გაღვივებული ცომი
235 – შაქრის პუდრი
230 გრამი მარგარინი/კარაქი
4 დიდი კვერცხი
1 სუფრის კოვზი ვანილი
მომზადება – კრემი
გამოიღეთ კარაქი და გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთი.
ათქვიფეთ სანამ კარაქი არ გათეთრდება, ეტაპობრივად უმატეთ შაქრის ფხვნილი 1 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ ვანილი
მომზადება – ქაფქეიფები
აურიეთ ყველა მშრალი ინრიდიენტი ერთად კოვზით სანამ არ გახდება ერთგვაროვანი მასა
შემდეგ შეურიეთ კარაქი და კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით.
გამოიყენეთ მაფინების ფორმები, აავსეთ 3/4 ზე.
გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 22 წუთის განმავლობაში, სანამ დაჭერისას უკან არ ამოვა ქაფქეიქი.
ჰორტენზიებისთვის;
მოსართავად გამოიყენეთ 2D თავაკი, მოსართავში ღია ფერი ცენტრში, ხოლო მუქი გარშემო განათავსეთ.
ჩადეთ უკვე მომზადებული ქაფქეიქი ქაღალდის ფორმაში და დაიწყეთ მორთვა, გვედიდან ცენტრისკენ.







