ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“კაპიშონი” წამოვიფარე და ვბღაოდი, ვკანკალებდი. ეს შიში არასდროს დამავიწყდება” – ლენუკა ყიფშიძე ავარიის დეტალებს იხსენებს

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
დეკემბერი 25, 2020
- სიახლეები
0
“კაპიშონი” წამოვიფარე და ვბღაოდი, ვკანკალებდი. ეს შიში არასდროს დამავიწყდება” – ლენუკა ყიფშიძე ავარიის დეტალებს იხსენებს
300
გაზიარება
1.7k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

გუშინ ლენუკა ყიფშიძე საკუთარი ავტომობილით ავტოავარიაში მოჰყვა. ცნობილი მსახიობის ქალიშვილი, საბედნიეროდ, უვნებლად გადარჩა.

მოდელი მარტო იჯდა ავტომობილში და როგორც “პრაიმტაიმს” უყვებოდა, ვერც მიხვდა, როგორ ავარდა ბორდიურზე და ორჯერ ამობრუნდა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ლენუკა ყიფშიძე: – 38 წლის ვარ და მსგავსი რამ კი არა, უბრალოდ არ გამიჩხაპნია მანქანა. ბორდიურზე ავვარდი, ხე გადამიტეხია, ორჯერ გააკეთა მანქანამ სალტო და სახურავზე დაეცა. ფილმებში რომ ხდება, წამებში… რამე არ მომივიდეს-მეთქი, გავიფიქრე. მარტო ვიყავი. მერე წიხლი ვკარი კარს და გადმოვედი. ხალხი დამეხმარა. იქვე ბიჭები ამბობდნენ, მსგავსი რამ ფილმებში თუ გვინახავს. არ გვეგონა, რომ ამ ავარიიდან  გადარჩებოდიო.

“პრაიმამბებმა” ლენუკას მდგომარეობა დღესაც მოიკითა. როგორც აღმოჩნდა, მოდელს ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს.

ლენუკა ყიფშიძე: – მსუბუქი შერყევა მაქვს. ძირითადად უნდა იწვეო, მითხრეს ექიმებმა, მერე რომ თავის ტკივილები არ დამეწყოს. არადა, ბაკურიანიდან, გადაცემაში ჩასაწერად ჩამოვედი, თიკა ფაცაციასთან. გული დამწყდა, რომ ვერ მივდივარ.

ჩემს გარშემო უფრო ინერვიულეს, ვიდრე მე ვინერვიულე. მანქანა ისეთ დღეშია, რომ დავემშვიდობე. ზურამ ისე ინერვიულა… სულ მეჩხუბებოდა, საბურავები გამოცვალეო.  ბაკურიანიდან გამოსაცვლელი საბურავებით მშვიდობით ჩამოვედი და აქ ამოვბრუნდი. ძალიან გამიბრაზდნენ მამაც და დედაც.

დედას ვეუბნებოდი დილით, სიკვდილს თვალებში ჩავხედე-მეთქი. საშინელი შეგრძნებაა. იქვე თვითმხილველებს არ სჯეროდათ, რომ გადავრჩი. ფილმებში რომ გინახავთ, რომ იცი, რომ არ უნდა მოკვდე, შენებზე რომ ფიქრობ, შვილზე, მშობლებზე, ოჯახზე. ჩემები-მეთქი, სულ ამას გავიძახოდი ისტერიკულად. შოკი მქონდა. “კაპიშონი” წამოვიფარე და ვბღაოდი… მეუბნებოდნენ, გვითხარი დედის ნომერი დავურეკოთო. ვერავის ნომერი ვერ გავიხსენე შოკისგან. როგორ მინდოდა ჩემიანის დანახვა. მაკანკალებდა. ეს შიში არ დამავიწყდება. თუმცა მინდა, რომ დავივიწყო.

სადარბაზოსთან როგორც კი ჩავჯდები, ღვედს მაშინვე ვიკეთებ. წესებს ვიცავ. კარგი მძღოლი ვარ. არავის არ ეშინია ჩემთან ერთად მგზავრობის, დიდ გზაზეც. ტელეფონს ხელში არ ვიღებ, ყურსასმენით ვსაუბრობ. არ მახსოვს და ვერც ვხვდები, რანაირად ავვარდი ბორდიურზე.

ეს ჭორები ხომ უმალ ვრცელდება. უცებ ფოტოები გადაუღეს ჩემს ამობრუნებულ მანქანას, მერე კლინიკაში რომ მიმიყვანეს, ვიღაც დარაჯს უთქვამს, უი, ზურას გოგო საწყალი, გარდაცვლილაო…

ეს წელი ჩაგვამთავრებინა და არაფერზე ვდარდობ. ჯანმრთელობის ფასი არაფერია. ამ ერთ ღამეში ისეთი გადაფასება გავაკეთე, სულ სხვანაირი გავხდი.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021
,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

ნოემბერი 5, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved