მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც კოვიდ დადებითი პაციენტია, მკურნალობას ახლა ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის. მას კორონავირუსი 14 ოქტომბერს დაუდასტურდა, თუმცა კლინიკაში გუშინ ღამე შეიყვანეს, მას სუნთქვა ჰქონდა გართულებული.
ნოდიკომ “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა პირველად გუშინწინ გართულდა, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც სახლში ფეხით გაუშვეს.
“გუშინწინ ვიყავი სუსტად, მე სასწრაფომ გადმომიყვანა კლინიკაში და გამოკვლევები როცა დამთავრდა, სასწრაფოს ვურეკავდი, სახლში რომ წავეყვანე და მითხრეს, ტაქსით წადიო.
ვუთხარი არცერთ შემთხვევაში ტაქსით არ წავალ-მეთქი და მიპასუხეს, სასწრაფოს პროტოკოლით არ ეკუთვნის კოვიდ-პაციენტის გადაყვანაო. ამიტომ ავდექი და ფეხით წავედი სახლში.
ვერავის ვერ შევუქმნიდი საფრთხეს, დაახლოებით აქედან ჩემს სახლამდე არის 4 კილომეტრი. როცა სახლში მივედი, ვიყავი ძალიან ცუდად, მივხვდი უფრო მეტად გამირთულდა სუნთქვა, გუშინ ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი და გადმოვედი ბოჭორიშვილის კლინიკაში სადაც საოცარი პერსონალია. კოვიდპაციენტმა ვიარე ფეხით, თავი არ მქონდა, მაგრამ ტაქსში ჩაჯდომას ყველაფერი მერჩივნა” განაცხადა მომღერალმა.







