ავტორ-შემსრულებელმა მიშა ზაქარიაშვილმა ივლისში ინსულტი გადაიტანა. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, ჯერჯერობით, ვერ მღერის და ამას განიცდის. მუსიკოსმა თავისი გულისტკივილიც გაგვანდო, ჩემი ცნობილი მეგობრები ტელევიზიით არ მიწვევენ, რომ მაყურებელს, წელიწადში ერთხელ, მაინც ჩემი ახალი სიმღერა წარვუდგინოო.
მიშა ზაქარიაშვილი: – მე ამ სტატუსით ჩემი გულისტკივილი გამოვხატე. არცერთი არ გამომხმაურებია. ჩემს სახელს იგნორს უკეთებენ. ისე როცა მხვდება ლელა, თბილად მომიკითხავს. თავის გადაცემაში რატომ არ მიწვევს, ვერ ვხვდები. ხომ შეიძლება წელიწადში ერთხელ, ან საახალწლოდ, ახალი სიმღერით გამომიყვანოს? რადიოში ჩემი სიმღერები კი ტრიალებს, მაგრამ ტელევიზიით არავინ მაჭაჭანებს. გულნატკენი ვარ. გაგრძელება…








