დღეს, 13 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა შემოვიდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, დამატებით სხვა ვაქცინის დოზების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.
მოსახლეობის აზრი, ვაქცინასთან დაკავშირებით, რახანია ორ ნაწილადაა გაყოფილი. ნაწილი მისი გაკეთების მომხრე, ნაწილიც – მოწინააღმდეგეა.
პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი ამ თემასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
კოტე მათითაშვილი: – გავიკეთო – არ გავიკეთო, შევეცდები არ გავიკეთო. ჯერ სხვამ გაიკეთოს, ვნახავ, რა იქნება, მაიცა, ჯერ დავაკვირდეთ. რო არ შემოიტანონ მეორე დოზა, მერე? ვახ, რამდენი კითხვაა…
შენ იკეთებ ვაქცინას? პასუხი: აზრზე არ ვარ. კი, ალბათ. არა, ტოო, რა ვაქცინა, მაიცა სიაბანდობაა ეგ. არა, მე რა ექსპერიმენტი ვარ? ვახ… მაგარი საფიქრალი გაიჩითა. არადა, კაი რო აღმოჩნდეს და მე არ გავიკეთო, მერე რა ვქნა? ხოდა, მაშინ გავიკეთებ. არა, არ მინდა მეშინია, რამე არ დამემართოს. მარა ეს კოვიდიც რო არ ჩერდება…
რამდენია დღეს ასე? :))))







