კოვიდინფიცირებულთა სიაში მყოფ მამუკა ხაზარაძეს უკვე რამდენიმე დღეა მაღალი სიცხე აქვს. როგორც მისი თანამოაზრე, მწერალი თეონა ოლენჯაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, “ლელოს” დამფუძნებელს მაღალი ტემპერატურა უკვე აღარ აქვს.
თეონა დოლენჯაშვილი: – დღეს დაუწია სიცხემ. ეს დღეები 39-40 ჰქონდა სიცხე. ჟანგბადის უკმარისობა არ აქვს. მუდმივად ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებოდა. სხვა გართულება არ ჰქონია.
მადლობა ღმერთს, რომ არც “ლელოს” წევრებიდან დაფიქსირებია ვინმეს კორონავირუსი, არც მის ოჯახის წევრებს გადასდებიათ. ყოჩაღად არის და იმედია, მალე დაუბრუნდება ბრძოლის ველს.







