შაბათი, აპრილი 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

„მეგრული Day Off-ები” – რას ვნახავთ “მეგრული გათვლების” ფილმში

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
მარტი 4, 2021
- სიახლეები
0
„მეგრული Day Off-ები” – რას ვნახავთ “მეგრული გათვლების” ფილმში
233
გაზიარება
1.3k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

„მეგრული Day Off-ები” – ასე დაასათაურა ლაშა კანკავამ რომანტიკული, კომედიური ჟანრის სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმი (დრამის ელემენტებით), რომელიც სამეგრელოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოსა და სხარტ იუმორზე მოგვითხრობს.

როგორც ლაშა გვიყვება, ფილმში წარმოჩენილი იქნება სამეგრელოს შვიდივე რაიონსა და ასევე ფოთში არსებული, ისტორიულად და ტურისტულად მნიშვნელოვანი, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები, კუთხური თავისებურებები და ბევრი სხვა საინტერესო დეტალი.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ლაშა კანკავა: – სცენარს წელიწადი და ორი თვე ვწერდი. ჯერ ისევ ვხვეწ. წარმოშობით მარტვილიდან ვარ და კარგად ვიცნობ სამეგრელოს. შეიძლება ითქვას, ფეხით მაქვს მოვლილი. ზაფხულს სოხუმში ვატარებდი ხოლმე. ომის შემდეგ კი მარტვილში, სენაკში, ფოთში და ასე შემდეგ… დღემდე მჭიდრო კონტაქტში ვარ სამეგრელოსთან.

ფილმის კონსულტანტი თემურ ბაბლუანია. მასთან საუბარში აღმოვაჩინე, რომ თურმე მისი ბაბუა, დედის მხრიდან, ილია მეორემდე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპლიტი, ლეონიდე ჟვანია გახლდათ.

ბატონ თემურს სცენარი წავაკითხე, მოეწონა, – დიდ პოტენციალს ვხედავ ამ სცენარშიო. გარკვეული რჩევები და შენიშვნები მომცა. ანთებული და მონდომებული ხარ და უფლება არ მაქვს, ჩემი გამოცდილება არ მოგახმაროო, მითხრა.

ფილმისთვის მუსიკას (საუნდთრეკს) ნიაზ დიასამიძე დაწერს. ფილმში ითამაშებენ: რეზო ჩხიკვიშვილი თავის მეუღლესთან, ხათუნა ჩარგეიშვილთან ერთად. ეკა მჟავანაძე, ზურა ინგოროყვა, ბაჩო ქაჯაია, გიორგი ცაავა, ჯანო იზორია და სხვები.

No description available.

რაც შეეხება დაფინანსებას, ჯერჯერობით, პატარ-პატარა ფინანსური მხარდამჭერები გვყავს, რომლებმაც შეგვიძინეს მინივენი და მიმდინარე მოსამზადებელ ხარჯებს გვიფარავენ. პარტნიორი სასტუმროების თემა მოგვარებულია, ლოკაციები – მოძიებული. ფინანსურად გვეხმარებიან ამერიკაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებიც – მზია წულიკიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ჩემმა მეგობარმა, ასევე ემიგრანტმა, თამარ ზოიძემ გამაცნო. ახლა ჩემს ასისტენტ, თამარ სურმავასთან ერთად ვმუშაობთ ბიუჯეტის მთავარი ნაწილის მოძიებაზე. ყველა ბიზნესმენთან მივდივართ. ძირითადად, მაინც მეგრელებთან. მეგრელმა ხომ უკეთ იცის, ამ კუთხის ხასიათი. ამიტომაც ვცდილობ, მეტწილად მათ მივმართო.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved