შოთა არველაძემ რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტის, თინა კანდელაკის კუთვნილ სპორტულ არხს “მატჩ ტვ”-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებზე და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ვიხილავთ თუ არა შოთა არველაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში. რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა? არა, ეს ძალიან მტკივნეული თემაა. არ მინდა, რომ ჩემი ახლობლები ნერვიულობდნენ. ჩვენთან უფრო იოლია პრემიერ-მინისტრი გახდე, ვიდრე ნაკრების მწვრთნელი. მირჩევნია, პრემიერ-მინისტრი ვიყო”.







