ჰოლივუდში სამყაროს ულამაზესი ქალის შესარჩევი სილამაზის კონკურსი “მის სამყარო” ჩატარდა, რომელიც შარშან პანდემიის გამო გაუქმდა.
სამყაროს ულამაზესი ქალის ტიტული 26 წლის მექსიკის წარმომადგენელმა ანდრეა მეზამ მიიღო. მასთან ერთად კონკურსში 73 ულამაზესი გოგონა მონაწილეობდა.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს ტიტული. დიდი პატივია, რომ ამდენ ლამაზ ქალს შორის მე მერგო საუკეთესოს გვირგვინი. ჩემი ოცნება იყო “მის სამყაროს” ტიტული და შევეცდები ვიბრძოლო თანასწორობისთვის მთელ მსოფლიოში” – განაცხადა ანდრეა მეზამ.
26 წლის ლამაზმანი მოდელი და ვიზაჟისტია, ასევე აქვს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის დიპლომი. ის ასევე არის აქტივისტი და მჭიდროდ თანამშრომლობს ქალთა ორგანიზაციასთან, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის დასრულება. ის მშობლიური ქალაქის ჩიხუახუას ტურიზმის ელჩია.