სულ რამდენიმე საათის წინ, ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის მორიგი ტურნე დაიწყო. ბრიტანეთის გარშემო მოგზაურობა სამ დღეს გასტანს, მთავარი ტრანსპორტი კი, ტრადიციისამებრ მატარებელი იქნება, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ 23-კარატიანი ოქროთი და აბრეშუმით გაალამაზა.
თორმეტადგილიანი სასადილო ოთახის გარდა, მატარებელში მდიდრული საძინებლებიც არის, თუმცაღა ისინი ერთადგილიანია და ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ერთმანეთისგან განცალკევებით უწევთ დაძინება.







