2020 წლის 3 ნოემბერი – აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებია. ამერიკის მოსახლეობამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.
ამერიკელები პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ. კერძოდ, მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ს პოლიტიკურ სისტემაში მხოლოდ ორი პარტია – რესპუბლიკელები და დემოკრატები დომინირებს. ამიტომ, საპრეზიდენტო კანდიდატები სწორედ ამ ორ პარტიას ეკუთვნიან.

2020 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის (ეფუძნება ამერიკულ კონსერვატიზმს) კანდიდატი იქნება დონალდ ტრამპი. ხოლო დემოკრატიულ პარტიის (მემარცხენე-ცენტრისტული) კანდიდატი – ჯო ბაიდენი. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბიულეტენში სწორედ ამ ორი კანდიდატის სახელი იქნება ჩაწერილი.
Daily Mail U.S. -ის პოლიტიკურმა რეპორტიორმა-ნიკი შვაბმა დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის წინასაარჩევნო კომენტარების შესახებ, რომლებიც არც თუ ისე შეფარვით მოუწოდებდა საზოგადოებას ხმა ჯო ბაიდენისთვის მიეცა.

“მე მისი დიდი გულშემატკივარი არ ვარ- მას სავარაუდოდ ეს აქამდეც სმენია – მაგრამ ჰარის იღბალს ვუსურვებ, მას ეს ნამდვილად სჭირდება,”- უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.







