სერბული წარმომავლობის პრორუსი რეჟისორი ემირ კუსტურიცა ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება, ამჯერად აფხაზეთში. ამის შესახებ რეჟისორი რუსულ მედიასთან საუბრობს.
მისი თქმით, ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი ითამაშებს.
რეჟისორი ამბობს, რომ გადამღები ჯგუფი ინტერნაციონალური იქნება. კუსტურიცა ამბობს, რომ ფილმს აფხაზი მსახიობების მონაწილეობით იღებს, მაგრამ მთავარ როლს შეასრულებს სლავკო შტიმაცი, რომელიც ცნობილია ფილმებით “მიწისქვეშა” და “ცხოვრება სასწაულს ჰგავს”.
მისივე თქმით, ფილმში ითამაშებს მონიკა ბელუჩი. კუსტურიცა აღნიშნავს, რომ მსახიობთან მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა.







