ტელესახე ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი ცხოვრებისა და სულიერი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ეკრანიდან ყოველთვის გულწრფელად ესაუბრება. ჟურნალისტი თითქმის ყველაფერზე ღიად და დაუფარავად საუბრობს.
საკუთარი გამოცდილებით რჩევებს აძლევს ადამიანებს, რომლებსაც მაგალითად, სურთ წონაში დაკლება, იღებენ ანტიდეპრესანტებს, აქვთ კითხვები და ა.შ.
ამჯერად, Instagram-ის მეშვეობით ნანუკა გამომწერებს მედიტაციის მნისვნელობაზე ესაუბრება და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
„მეც მქონდა შიშები, რომ ძველებურად ვეღარ ვიმოგზაურებდი, თვითმფრინავში მარტო ვერ ჩავჯდებოდი. ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ შიშებს ერევით, მაგრამ მანამდე შფოთვებთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოთ. შეიძლება, ყოველ დღე მოგიწიოთ ბრძოლა სიმშვიდისთვის, მაგრამ არ დანებდეთ. ყოველ დღე შიშებზე გამარჯვება სხვანაირად გაგაძლიერებთ“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.









