ძუძუთი კვების საერთაშორისო კვირეულს სხვადასვხა ქვეყნაში არაერთი ქალი უერთდება, მათ შორის, არის ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი.
ნეკამ საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:
„ძუძუთი კვების კვირეული ხელს უწყობს ამ საკითხის ირგვლივ განათლებას, კვლევასა და პოპულარიზაციას, როგორც ჩვილ ბავშვთა კვების ოქროს სტანდარტს. ის ოფიციალურად აღინიშნება 120-ზე მეტ ქვეყანაში. 488 ორგანიზაცია აწყობს 540 ღონისძიებას მსოფლიოში დაახლოებით 80 ქვეყანაში, რათა ხელი შეუწყოს ძუძუთი კვების პოპულარიზებას და ებრძოლოს სტერეოტიპებს“ – წერს ნეკა დოროყაშვილი.








